in

„რა ბაზარია?“ – ახალი პროექტი, რომელსაც რუსკა მაყაშვილი გაუძღვება

„ბაზარი“ ახალ პროექტს იწყებს, გასართობი გადაცემა, სახელწოდებით – „რა ბაზარია?“. ის ყოველ სამშაბათს, 20:00 საათზე, პირდაპირ ეთერში გავა და მას მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი წაიყვანს. „რა ბაზარია?“ სრულად გასართობი იქნება და მისი სტუმრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ადამიანები იქნებიან. გადაცემის ნახვა შესაძლებელი იქნება ბაზრის ფეისბუკგვერდსა და იუთუბზე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ სივრცეში, ცოცხლად უყურონ გადაცემას.

 რუსკა მაყაშვილი, გადაცემის წამყვანი:

„რა ბაზარია?“ ძალიან ახალი და განსხვავებული ფორმატია. ყველანაირი გადაცემა წამიყვანია, მაგრამ ეს განსაკუთრებული გამოცდილება იქნება ჩემთვის. ძალიან მომწონს, რომ ყველაფერი იქნება რეალურ დროსა და რეალურ სივრცეში, სტუმრებთან ვიქნები ის, ვინც ვარ, ჩვენი საუბარი იქნება უშუალო, საინტერესო და ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან სახალისო.  გეპატიჟებით ყველას, გვიყურეთ ონლაინ და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლიათ რეალურად დაესწრონ გადაცემის მსვლელობას ბაზრის ამფითეატრში.

ალექსანდრე წილოსანი, კომპანიის „ბაზარი” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

ეს პროექტი ჩვენთვისაც გამოწვევაა. ყველა გეგმა, რაც ბაზართან დაკავშირებით გვაქვს, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული და ინოვაციურია. ჩვენ რეალურად ვქმნით სივრცეს მეტი აქტივობებისთვის, საინტერესო გამოცდილებისთვის, ბაზარში მოსული სტუმრებისთვის ჩვენთან გატარებული დრო უნდა იყოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. ეს პროექტი ჩვენი აქტივობების მხოლოდ ერთი ნაწილია, ბაზარში უამრავი ცვლილებაა დაგეგმილი, ჩვენ მულტიფუნქციური სივრცე გვაქვს და კვების ობიექტების გარდა ჩვენთან სამუშაო, საბავშვო და დასასვენებელი ადგილებიც დაგხვდებათ, ამას გარდა, უახლოეს მომავალში ბაზარს საგამოფენო სივრცე და კონცეპტმაღაზიაც დაემატება, სადაც მომხმარებელი უნიკალური ნივთების დათვალიერებასა და შეძენას შეძლებს.

ნატალი გოგიჩაიშვილი, კომპანიის „ბაზარი“ პიარმენეჯერი:

ჩვენი გუნდისთვის ეს განსაკუთრებული პროექტია, ვიტყოდი, რომ არამარტო ჩვენი გუნდისთვის, რადგან ასეთი ფორმატი, რომ რეალური სივრციდან, სადაც თავისუფლად მოძრაობენ ადამიანები, გადაცემა პირდაპირ ეთერში გასულიყო, ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ეთერის მსვლელობას თვალი ადევნოს როგორც ინტერნეტსივრცეში, ბაზრის ფეისბუკგვერდსა და იუთუბზე. ასევე, მოვიდნენ და ადგილზე, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაესწრონ გადაცემას.

ვაჟიკო უნგიაძე, კომპანიის „ბაზარი“ მარკეტინგის მენეჯერი:

„რა ბაზარია“ ქართულ რეალობაში გამორჩეულად საინტერესო პროექტია. ეს იქნება ლაივსტრიმი, პირდაპირი ეთერი ონლაინსივრცეში. გადაცემა ყოველ სამშაბათს, 8 საათზე დაიწყება და რუსკასთან სტუმრად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანები მოვლენ, ფორმატი – სრულად გასართობია, იქნება ბევრი სახალისო ისტორია, სიცილი და მხოლოდ კარგი განწყობა, როგორც ეს ბაზარს შეეფერება. ჩვენთან მოსულ სტუმრებს კიდევ ბევრ სიურპრიზს ვპირდებით.

[პარტნიორის კონტენტი]

Publicis-მა ახალი შრიფტი თანამშრომელთა ხელნაწერებით შექმნა

რეკლამაში ლუის ჰამილტონი ოცნებას ისრულებს