უკვე 15 წელია, Tbilisi Open Air წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოში. ყოველ წელს ის მრავალფეროვან მუსიკოსებს, ასეთივე მრავალფეროვანი გემოვნების მქონე მსმენელსა და იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ში იყრიან თავს.
2024 წლის Open Air 21-23 ივნისს გაიმართება. იმისთვის, რომ ეს დღეები უფრო კომფორტულად გაატაროთ და თქვენი საყვარელი არტისტების მოსმენით უფრო ისიამოვნოთ, ფესტივალის ერთგულმა პარტნიორმა, თიბისიმ, იზრუნა იმაზე, რომ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ აქ ყოფნა:
- ტერიტორიაზე შესვლისთანავე დაინახავთ სათავსოების ზოლს, რომლებსაც ინდივიდუალური გასაღები აქვს და შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენი ნივთები;
- თუ იწვიმებს, არ იდარდოთ, რადგან დაგირიგდებათ საწვიმრები;
- ცეკვით დაღლილებს კი მოსასვენებელი ზონაც გელოდებათ;
- თიბისიმ გრაფიკული რუკაც მოგიმზადათ, რომელიც ფესტივალის ნავიგაციას გაგიადვილებთ.
გარდა ამისა, თიბისით გადახდის შემთხვევაში, იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექის აქცია, რომლის ფარგლებშიც, დაგიბრუნდებათ მაქსიმუმ 30 ლარი.
Open Air-ამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ბილეთები, მიჰყევით ბმულს. თიბისიმ ბილეთებისთვისაც სპეციალური შეთავაზებები შექმნა. დეტალებისთვის გაეცანით ჩვენს წინა სტატიას.
[R]