6
Dec
2018

რა დაგხვდებათ სკოლების გამოფენაზე?

6 Dec 2018

7-8 დეკემბერს ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში სკოლების გამოფენა გაიმართება, რომელშიც მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ სკოლა? რომელ წრეზე უნდა შეიყვანოთ შვილი? რომელი ენა უნდა შეასწავლოთ ბავშვს? და ა.შ სკოლების გამოფენა საინტერესო იქნება როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ორი დღის განმავლობაში მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის მონაწილეები საინტერესო პრეზენტაციებს ჩაატარებენ:

  • სკოლების ზოგადი პრეზენტაციბი
  • სწავლის უნარის განვითარება ბავშვებისთვის
  • ტრენინგი აღზრდის საკითხებში მშობლებისთვის
  • ტრენინგი ეფექტური სწავლებისთვის მასწავლებლებისთვის

გამოფენის პირველ დღეს ბავშვები ითამაშებენ “წიგნების თაროს”- გამარჯვებული მონაწილეები დასაჩუქრდებიან.

გამოფენაზე ბავშვებს შეეძლებათ ნამდვილი ექსპერიმენტების ჩატარება როგორიცაა:

აზოტის დიდი აფეთქება
ყვავილების გაყინვა
სპილოს ხორთუმი (კალიუმის იოდიტის ამოფრქვევა)
ეგვიპტური ღამე
ცეცხლის წარმოქმნა
ქიმიური შუქნიშანი და სხვა..

სკოლების გამოფენაზე მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც ბავშვები გაეცნობიან მზის სისტემას – პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებს და მზეს და  თითოეულის ბუნებას, გალაქტიკას  – გაიგებენ გალაქტიკის მახასიათებლებზე, დიდ თუ მცირე ვარსკვლავებზე, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე.

ბავშვები შეხვდებიან მინიბოტს, რომელსაც ესმის ფერების ენა. შეეძლებათ, დააპროგრამონ ვარსკვლავური ომების დროიდი, დაახატინონ სათამაოში ბოტს, ერთმანეთს შეაჯიბრონ სენსორებიანი მანქანები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანერონ ობიექტები. სკოლის გამოფენაზე დაგხვდებათ მათემატიკის ჩემპიონატი და კრიტიკული აზროვნების საჩვენებელი კლასი. ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ცოტა ხნით იყვნენ “არქეოლოგები” და აღმოაჩინონ ნივთები. ვიზიტორებს სტენდებთან დახვდებათ სახელოვნებო ვორქშოფები ხატვასა და ძერწვაში. ასევე, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები და ჰიპ-ჰოპის მასტერკლასი.

მისამართი – ა.წერეთლის გამზირი 118

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

[R]

 

განხილვა