in

„რა დროს ძილია?!“, განახლებული ფორმატით, 30 სექტემბრიდან „იმედზე” გავა

ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“, დღეიდან, ყოველ შაბათს, 23:30-ზე „იმედის“ ეთერში გავა. პროგრამის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სალომე მეცხვარიშვილი ამბობს, რომ ახალი სეზონიდან, მაყურებელი განახლებულ ფორმატს იხილავს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=QAMgbh2ppwQ[/embedyt]

 

„ჩვენი მიზანია, პოსტ საბჭოთა განვითარებად ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 88% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, შევქმნათ ახალი სატელევიზიო პლატფორმა, როგორც მაყურებლისთვის ჯანსაღი, საინფორმაციო წყარო; საზოგადოებას გავაცნოთ თანამედროვე რეალობა და ის უცნობი ადამიანები, რომლებიც სოციალურ ღერძს კადრს მიღმა ამყარებენ. (ლოკაცია – საქართველო, საქართველოს ფარგლებს გარეთ). გადაცემის თემატიკა ეყრდნობა დასავლურ ფასეულობებს: ინტეგრირებული თემები, რომლებიც კულტურულ – სოციალურ და მსოფლიო სიახლეების გარშემო განიხილება; სამზარეულოს რუბრიკა, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილი, რადგან ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კვების კულტურის პოპულარიზაციას. გადაცემაში მოვახდინოთ მარტივი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქტის ინტეგრირება; სპორტი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების სტილი. რუბრიკას წარმოადგენს კარატეს მსოფლიო ჩემპიონი ლევან როგავა“-ამბობს სალომე მეცხვარიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომერციულ არხზე იქმნება მასშტაბური, საავტორო კულტურულ – შემეცნებითი გადაცემა, სადაც მაუწყებლის პრიორიტეტი ხდება საზოგადოების ჯანსაღი შემეცნება.

„მხოლოდ გასულ სეზონზე მოლოდინმა დაგეგმილს გადააჭარბა სოციალურ ქსელში 6 თვის განმავლობაში ჩვენს გადაცემას 3 მილიონამდე მაყურებელი ყავდა. რაოდენობა ამართლებს ჩვენს მოლოდინს, რომ შეიძლება რეიტინგი ხარისხთან ასოცირდებოდეს და რომ მაყურებლის ინტელექტუალური მოთხოვნა გაიზარდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ, ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ და გავაკეთოთ ის, რასაც ვამბობთ. იმედს ვიტოვებთ ჩვენი გადაცემის თავისუფალი სატელევიზიო სივრცე საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების განვითარებაში“.

შეგახსენებთ, „რა დროს ძილია?!“, წინა სატელევიზიო სეზონზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადიოდა. ჰოლდინგის რეორგანიზაციის შემდეგ, გადაცემა ტვ „იმედზე“ გაგრძელდება.

“ბია” ბიზნესისთვის ინოვაციურ მედია პლატფორმას ქმნის!

აქციე შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად