in

რა ემართება თქვენს თვალებს, როდესაც მთელი დღე ეკრანს უყურებთ?

აუცილებელია, დაიცვათ “20-20-20” წესი

დღევანდელ რეალობაში ყველანი დიდ დროს ვატარებთ ეკრანებთან. ჩვენს ჯიბეებში პატარა ეკრანია მოთავსებული, კედელზე – დიდი, რომელშიც გადაცემებსა და ფილმებს ვუყურებთ, და საშუალო ეკრანი კომპიუტერის მაგიდებსა თუ ჩვენს მუხლებზეა მოთავსებული, რომელთანაც დღეში დაახლოებით, 8 საათს ვატარებთ.

ჩნდება კითხვა – მოქმედებს თუ არა ეს ჩვენს თვალებზე ნეგატიურად? ალბათ არა, მაგრამ ამის შესახებ მრავალი ჭორი არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეული ფერადი ტელევიზორებიდან იღებს სათავეს. ამერიკელი მეცნიერი ამ მითებს 1967 წლის ფერად ტელევიზორებს უკავშირებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის საზიანო გამოსხივებას გამოსცემდა და მშობლები თავიანთ შვილებს ყოველთვის უკრძალავდნენ მასთან ახლოს დაჯდომას, რათა მხედველობა არ დაზიანებოდათ. თუმცა ეს ახლომხედველობის წინაპირობად არ ქცეულა მაშინაც კი, როცა ბავშვები აკრძალვას არღვევდნენ.

ახლა კი, როდესაც საქმე სხვადასხვა ზომის ეკრანებს ეხება, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ვუყურებთ, რამდენიმე ახალი მითი და ფაქტი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს მხედველობაზე.

თვალების დაძაბვა რეალურია

ეკრანებთან ძალიან დიდი დროის გატარებამ შესაძლოა, თვალების დაძაბვა გამოიწვიოს, თუმცა ეს პრობლემა ეკრანებამდე ბევრად ადრეც არსებობდა და მის გარდა კიდევ არაერთ რამეს შეუძლია თვალის დაძაბვის გამოწვევა. ხშირად, ტკივილი თავზეც გადადის, ასევე, მხედველობის დაბინდვას, თვალების გამოშრობას, მგრძნობელობის გაზრდასა და ანთებასაც იწვევს.

ეკრანის ყურებისას თვალის დაძაბვას თავლის ციფრული დაძაბულობა ეწოდება, ან ზოგჯერ “კომპიუტერული ხედვის სინდრომსაც” უწოდებენ. ეს პრობლემა უმეტესწილად დროებითია და გამოსწორება ადვილად შეიძლება, თუ პერიოდულად ეკრანებისგან თვალს დაასვენებთ.

თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება…

საგულისხმოა, რომ ეს დროებითი დისკომფორტი შესაძლოა, ხანგრძლივ და ქრონიკულ პრობლემად იქცეს, როგორიცაა შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი. ასეთ შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩარევაა საჭირო, მაგალითად, სათვალეების გამოყენება შედარებით ამცირებს პრობლემას.

მართალია, უამრავი ჭორი და მითი შთაგვაგონებს, რომ ეკრანებიდან გამომავალი ლურჯი შუქი ჩვენს თვალებს ანადგურებს, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. “კომპიუტერიდან მიღებული სინათლის რაოდენობა არასდროს ყოფილა იმის მტკიცებულება, რომ თვალის რაიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია” – აღნიშნავს ამერიკელი ოფთალმოლოგი.

ამის პარალელურად არსებობს გამოკვლევებიც, რომლის თანახმადაც, ცისფერ შუქს გარკვეულ ლაბორატორიულ პირობებში უჯრედების დაზიანება შეუძლია. თუმცა ეს პირობები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენს ბადურაში რეალურად ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ელექტრონული ეკრანებიდან გამომავალი სინათლე არ დაგაბრმავებთ.

აღსანიშნავია, რომ ლურჯმა სინათლემ შესაძლოა, ზოგად ჯანმრთელობასა და ძილზე იქონიოს გავლენა, მაგრამ ეს მხოლოდ ეკრანებს არ ეხება. სკოლის ფიზიკის გაკვეთილებს თუ გაიხსენებთ, მიხვდებით, რომ ლურჯ სინათლეს მზისგანაც კი იღებთ.

როგორ იზრუნოთ თვალებზე, როდესაც ეკრანს მთელი დღის განმავლობაში უყურებთ?

როდესაც ეკრანებთან დიდ დროს ატარებთ, თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წესია “20-20-20”. ყოველ 20 წუთში შეისვენეთ 20 წამით და 20 მეტრის მოშორებით იყურეთ. არ აქვს მნიშვნელობა, დერეფანში გაიხედებით თუ ფანჯრიდან, ან უბრალოდ გაისეირნეთ გარეთ რამდენიმე წუთით. თვალების მრვალფეროვნებაზე ფოკუსირება ერთფეროვნებას არღვევს, რაც თავიდან აგაცილებთ თვალების დაძაბვას.

ამასთან ერთად, თუ თვალები მეტად გამომშრალი გაქვთ, შეგიძლიათ, ხელოვნური ცრემლიც გამოიყენოთ.

Mercedes-Benz-ის ქარხნები მხოლოდ განახლებად ელექტროენერგიაზე იმუშავებენ [ვიდეო]

იატაკქვეშა ტექნო კულტურით შთაგონებული ექსპერიმენტი, Puma-ს რეკლამაში