in

რა გამოხატავს შენს საქართველოს? 

საქართველოს ფოსტისა და რედბერის გუნდმა ზღაპრული ამბავი ამ შეკითხვით დაიწყო და თავიდანვე დაიჯერეს, რომ შენს საქართველოს შენთან ერთად შეუნახავდნენ ისტორიას, ისეთ ლამაზ, თბილსა და გამორჩეულს, როგორიც მხოლოდ შენი საქართველოა.

„მეგობარ ილუსტრატორებთან ერთად ჩვენს ვებგვერდზე შემოსული პასუხები გავაცოცხლეთ. მერანს ფრთები შევასხით, ქვევრსაც ჩავძახეთ და თბილისური ეზოებიც ავახმაურეთ. შენი თაოსნობით ჯადოსნური ილუსტრაციები შევქმენით საქართველოს ფოსტის ვიზუალური ისტორია კი აუარებელი, თვალისმომჭრელი ვიზუალური მასალებით გადავახალისეთ.

გვინდოდა, შენს საქართველოზე მთელი სამყაროსთვის სიამაყით მოგვეყოლა და ამ დიდ მიზანსაც მივუახლოვდით. ილუსტრაციებად ქცეული, გამორჩეული პასუხები საფოსტო მარკებად გარდავქმენით და მივიღეთ 12 უნიკალური მარკა.

შენი საქართველო მსოფლიოში პირველ, ოფიციალურ AI მარკაზე გამოვხატეთ

დიდი გულით და შემართებით დაწყებული ამბის ეპილოგიც ასეთივე დიადი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. რაღაც ისეთი, რაც სამუდამოდ დაგვრჩებოდა და საუკუნეების შემდეგაც მოჰყვებოდა ჩვენ შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მთელი საქართველო ერთ სიმბოლოში მოგვექცია ისე, რომ არცერთი მარგალიტი არ დაგვეკარგა. დახმარებისთვის ხელოვნურ ინტელექტს მივმართეთ, შენი საქართველოს შესახებ ზედმიწევნით ვუამბეთ და შემდეგ ჯადოსნური შეკითხვა მასაც დავუსვით. ნამდვილად ლამაზი და თან გულისამაჩუყებელი შედეგიც მივიღეთ.

მაღალ მთებს, თბილისურ ეზოებსა თუ აივნებს, ბავშვობის დროინდელ ზღაპრის გმირებს, ყვითელ ფოთლებსა და ყველაფერ იმას, რაც შენს საქართველოს გამოხატავს ერთად, ერთ პატარა მარკაში ასე ლამაზად მოვუყარეთ თავი.

აი, ასე გამოვხატეთ შენი საქართველო იმ დიდ სიმბოლოზე, რომელიც შენს საქართველოს მთელ სამყაროში ამოგზაურებს. გადაივლის მთებსა და ზღვებს, გაცდება ჰორიზონტებს და შენს სათქმელს სიამაყით იტყვის ყველგან, სადაც საქართველოს ფოსტაა“.

[R]

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო JWT Metro-სთვის

2023 წლის 5 ბესტსელერი ქართული და უცხოური წიგნი „სულაკაურისგან“