in ,

“რა განსხვავებაა კარგსა და დიდებულს შორის?!” – Nike-ს ახალი აპლიკაცია გონებრივი შესაძლებლობების გასავითარებლად

Nike–ი ყოველ ჯერზე ახალი სრულიად განსხვავებული და გამორჩეული იდეით გვევლინება. ამჯერად კომპანიამ ფიზიკურის ნაცვლად გონებრივ მომზადებაზე გაამახვილა მთელი ყურადღება და სპეციალური პროგრამა შექმნა.

BOG
BOG

 

 

რა განასხვავებს კარგს განსაკუთრებულისგან ? ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მოულოდნელად სრული სიზუსტით გადასცენ ბურთი თანაგუნდელს, აქვთ უსწრაფესი რეაგირების უნარი, შეუძლიათ აკონტროლონ ნებისყოფა და ემოცია მაშინ, როდესაც მთელი სამყარო სუნთქვაშეკრული მათ მისჩერებია. ეს არამხოლოდ ფიზიკური, არამედ სერიოზული გონებრივი მომზადების დამსახურებაცაა.

პროგრამა, რომელიც Nike–მა AKQA London–თან თანამშრომლობით შექმნა, ფეხბურთელებს მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება.

პროგრამა ხელმისაწვდომია 20 ენაზე და შეიცავს სხვადასხვა სახის თამაშებს, ასევე სტრატეგიულ და გონებრივ ამოცანებს.

ვიდეორგოლში, რომელიც Nike–მა პროგრამის წარმოსადგენად გადაიღო, ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობენ.

პროგრამა ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. გადმოწერეთ და ივარჯიშეთ ისე, როგორც ამას ნამდვილი ვარსკვლავები აკეთებენ.

ყველაზე მასშტაბური გაქცევა ამერიკის ციხიდან – კამპანია #FreeToWalk

სევდიანი ამბავი გოგონაზე, რომელიც პლაჟზე უდარდელად ირუჯებოდა – Mollie’s Fund მელანომის შესახებ გვიამბობს