in

სოცმედიაში დაპოსტვის გარდა, კიდევ რას ვაკეთებთ ცნობადობისთვის?

სოციალურ მედიასთან კრეატიული ინდუსტრიის ურთიერთობა ბოლო დროს მკვეთრად იცვლება. პლატფორმების ალგორითმები სულ უფრო ახშობს ორგანულ წვდომას, შესაბამისად, კონტენტკრეატორები მას სრულად ვეღარ ეყრდნობიან და ალტერნეტივების მოძიება უწევთ. ეს ეხება როგორც ბიზნესებს, ისე პერსონალურ ბლოგერებს.

რა შეიძლება იყოს ეს ალტერნატივა? ამის პასუხს უცხოურ მედიაში მარკეტერები წერენ, ჩვენ კი გადავხედავთ მათ და შედეგებს მკითხველს გავუზიარებთ.

დაბრუნება ტრადიციულ პიარზე

ამ პოსტსოციალურ ლანდშაფტში ტრადიციული პიარი ისევ ბრუნდება. ის შეიძლება გამოვიყენოთ ინსტრუმენტად, რომელიც პასუხობს მომხმარებლის გამოწვევებს. კარგ პიარგუნდს შეუძლია, შეიმუშაოს ისტორიები, რომლებიც ბრენდს გამოაჩენს ექსპერტად კლიენტის პრობლემების გადაჭრაში. სწორი კამპანიების დაგეგმვა და გზავნილების მოფიქრება უმთავრესია ამ დროს.

საკუთრებაში არსებული მედიის ძალა

იმეილმარკეტინგი ამის დასტურია, რადგან მას არ ეხება ალგორითმები და ჩვენ მიერ ადრესატებთან გაგზავნილი ელფოსტა ნამდვილად ხვდება მათ შემოსულ შეტყობინებათა განყოფილებაში. მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი ვებგვერდი, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ლამაზი დიზაინის დამზადება მეილისთვის.

აღარ დავკონკრეტდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ვებგვერდის განახლებაც სიახლეებით, ბლოგებითა და პოდკასტებით.

SEO

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიასავით სწრაფმოქმედი და ხილული მისი შედეგები არაა, ტექნიკურადაც მეტ ცოდნას მოითხოვს, SEO მაინც უზრუნველყოფს მდგრად ხილვადობას. 

გამოიყენეთ ტრადიციული მედიასაშუალებები

ტრადიციულ მედიას ჯერ კიდევ აქვს წარმოუდგენელი ძალა. რადიო თუ სატელევიზიო გადაცემები ღირებული პლატფორმაა კრეატორებისთვის, რათა წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

პერსონალური ბლოგი

იმის გარდა, რომ შეიძლება კომპანიაში იყოთ დასაქმებული, თქვენი საქმიანობის ირგვლივ საკუთარი ბლოგის წარმოებაც კარგი აზრია. პირად გვერდზე განთავსებულ რილსებზე, ვიდეოებზე საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეიძლება, თუკი მოთხოვნად კონტენტს შესთავაზებთ.

შვილობილი პროგრამა

ეს არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხშირად საკმაოდ ეფექტურია. მაგალითად, თუ გაქვთ აკადემია, პარალელურად, ქმნით ონლაინსახელმძღვანელოებს, რომლებსაც მკითხველი სიამოვნებით გადახედავს, მიიღებს საბაზისო ცოდნას და შემდეგ ისევ თქვენთან მოისურვებს გაგრძელებას. ასევე, ეხმარებით თქვენს სტუდენტებს დასაქმებაში, რათა მათ ყველგან გახსენონ და გაგიწიონ რეკომენდაცია. 

ინფლუენსერებთან კოლაბორაცია

თქვენი ბიზნესის ფართოდ გასაცნობად კიდევ ერთი აღიარებული საშუალებაა. დაუთმეთ მცირე დრო და გაარკვიეთ, რომელი ინფლუენსერი შეესაბამება თქვენს ნიშას, შემდეგ დაუკავშირდით და შესთავაზეთ მათ თანამშრომლობა. რამდენიმე ხარისხიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება საკმარისზე მეტი იქნება იმისთვის, რომ თქვენი ცნობადობა და ხილულობა გაიზარდოს ახალ აუდიტორიებში.

უამრავი გზა არსებობს თქვენი აუდიტორიის შესაქმნელად მხოლოდ სოციალურ მედიაკონტენტზე დაყრდნობის გარეშე. სიტყვა „მხოლოდს” იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს რეკომენდაციები არ გულისხმობს ციფრული პლატფორმების უგულებელყოფას, არამედ მასთან ერთად უნდა ვცადოთ დამატებითი ვარიანტებიც.

როგორ ზემოქმედებს სტრესი ჩვენზე და რა მოვუხერხოთ?

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა