in

რა გავლენა აქვს მედიტაციას ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

მედიტაცია ერთგვარად ჩვენი გონების გაწვრთნაა/მომზადებაა საიმისოდ, რომ ჩვენს ფიქრებზე ვფოკუსირდეთ. მედიტაციის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგანაც ბევრი ხვდება, რომ ის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სასარგებლოა. მისი მეშვეობით შეგვიძლია უფრო მეტად შევიცნოთ საკუთარი თავი და ჩვენი გარემოცვა. ის ასევე აღქმულია, როგორც კარგი საშუალება სტრესის შესამცირებლად.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიით მოგითხროთ, თუ რა დადებითი გავლენა აქვს მედიტაციას ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ამცირებს სტრესს

სტრესის შემცირება ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ცდილობენ მედიტაციას.

ჩვეულებრივ, ფსიქიკური და ფიზიკური სტრესი იწვევს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონის ზრდას. ეს წარმოქმნის სტრესის ბევრ მავნე ზემოქმედებას, მაგალითად, ანთებითი ქიმიკატების გამოყოფას, რომელსაც ციტოკინები ეწოდება.

ამ ეფექტებმა შეიძლება დაარღვიოს ძილი, ხელი შეუწყოს დეპრესიასა და შფოთვას, გაზარდოს არტერიული წნევა და ხელი შეუწყოს დაღლილობასა და სევდიან ფიქრებს.

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაცია აუმჯობესებს სტრესთან დაკავშირებულ სიმპტომებს.

გვეხმარება შფოთვის კონტროლში

მეტაანალიზმა, რომელშიც თითქმის 1,300 მოზრდილი ადამიანია, დაადგინა, რომ მედიტაციამ შეიძლება შეამციროს შფოთვა. აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტი ყველაზე ძლიერი იყო მათში, ვისაც ყველაზე მაღალი შფოთვა აქვს.

ასევე, ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 8 კვირიანი გონებამახვილური მედიტაცია ხელს უწყობდა შფოთვითი სიმპტომების შემცირებას განზოგადებული შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებში. ქრონიკული ტკივილის მქონე 47 ადამიანზე ჩატარებულმა სხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 8-კვირიანი მედიტაციის პროგრამის დასრულებამ მათში გამოიწვია დეპრესიის, შფოთვისა და ტკივილის შესამჩნევი შემცირება 1 წლის განმავლობაში.

მედიტაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სამსახურთან დაკავშირებული შფოთვის შემცირებასაც. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლებმა, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში იყენებდნენ მედიტაციის აპლიკაციას, შეუმცირდათ სტრესი და დაძაბულობა.

გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში

მედიტაციის ზოგიერთი ფორმა დაგეხმარებათ თქვენი თავის უკეთ გაცნობაში. მედიტაცია ხელს გვიწყობს, არამხოლოდ საკუთარ ფიქრებზე ვკონცენტრირდეთ, არამედ ჩვენს სხვებთან ურთიერთობაზეც ბევრს გვაგებინებს. გარდა ამისა, ის გვეხმარება, ჩვენი შესაძლებლობების უფრო მეტად ვირწმუნოთ, უფრო მარტივად მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვძებნოთ გამოსავალი.

ადამიანებში სიკეთის გამომწვევია

მედიტაციის ზოგიერთმა ფორმამ შეიძლება განსაკუთრებით გაზარდოს პოზიტიური გრძნობები და ქმედებები საკუთარი თავის და სხვების მიმართ. მაგალითად, მეტა – მედიტაციის სახეობაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სიყვარულისა და სიკეთის მედიტაცია. პრაქტიკის საშუალებით, ადამიანები სწავლობენ ამ სიკეთისა და პატიების გარეგნულად გამოხატვას, ჯერ მეგობრების, შემდეგ ნაცნობების და ბოლოს მტრების მიმართ.

აუმჯობესებს ძილს

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უძილობას ებრძვის. ერთმა კვლევამ შეადარა გონებაზე ფოკუსირებული მედიტაციის ფორმები და აღმოჩნდა, რომ ადამიანები, ვინც მედიტირებენ, უფრო დიდხანს იძინებენ, ვიდრე ისინი, ვინც მედიტაციას არ მიმართავს.

მედიტაციაში დახელოვნება დაგეხმარებათ გააკონტროლოთ თქვენი აზრები, რომლებიც ხშირად უძილობას იწვევს. გარდა ამისა, მედიტაცია გვეხმარება, უფრო მეტად მოვადუნოთ ჩვენი სხეულები და მოვიხსნათ დაძაბულობა.

ამცირებს წნევას

მედიტაციამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობა გულზე დატვირთვის შემცირებით.

დროთა განმავლობაში, მაღალი არტერიული წნევა გულის ცუდ ფუნქციონირებას იწვევს. მაღალი არტერიული წნევა ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზს, ან არტერიების შევიწროებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.

12 კვლევის მეტაანალიზმა, რომელშიც მონაწილეობდა 1000 მონაწილე, დაადგინა, რომ მედიტაცია მნიშვნელოვნად უწყეობს ხელს წნევის შემცირებსა. მედიტაცია უფრო ეფექტური აღმოჩნდა ხანდაზმულ მოხალისეებსა და მათ შორის, ვისაც არტერიული წნევა უფრო მაღალი ჰქონდათ კვლევის დაწყებამდე. როგორც ჩანს, მედიტაცია არტერიულ წნევას აკონტროლებს ნერვული სიგნალების მოდუნებით, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულის ფუნქციას.

და ბოლოს, მედიტაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, თუ გსურთ, გაზარდოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი, ალბათ კარგი იქნება, რომ მედიტაციას მიმართოთ.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

“ვამაყობ, რომ ვარ ქალი მძღოლი და ამით სტერეოტიპებს ვამსხვრევ” – ანა გიორგაძე, MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლი

სტაჟირებიდან სრულგანაკვეთიან სამსახურამდე – HBR-ის კონტრიბუტორის პირადი გამოცდილება