თბილისი ყოველწლიური მუსიკალური დღესასწაულისათვის ემზადება. უკვე მე-14 წელია, Tbilisi Open Air ათასობით მსმენელისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის. ფესტივალმა შექმნა ისტორია და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებად იქცა. Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკის მოყვარულების შეკრება, ესაა გართობის, განტვირთვის ფერადი დღეები, როდესაც ყველა, ასაკის განურჩევლად, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, ცოტა ხნით მოვწყდებით ყოველდღიურობას და არტისტების მრავალფეროვან პერფორმანსებში გადავინაცვლებთ.
უკვე მერამდენე წელია, ლისის საოცრებათა ქვეყანა Tbilisi Open Air-ის ფესტივალს მასპინძლობს. წელსაც, სამი დღის განმავლობაში, 23,24 და 25 ივნისს, ფესტივალი მსმენელებს უზარმაზარ საფესტივალო სივრცეში შემოიკრებს და ისტორიას კიდევ ერთხელ დაწერს.
ფესტივალის ისტორია 2009 წლიდან იწყება. ის Altervision Group-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა და დღემდე, 1000-ზე მეტ შემსრულებელს უმასპინძლა. Tbilisi Open Air-ის სცენას ახსოვს მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.
Tbilisi Open Air-ის წლევანდელი მუსიკალური თავგადასავალი ოთხ განსხვავებულ სივრცეში იქნება გადანაწილებული. დღის განმავლობაში, სტუმრებს Singer Stage-ის მოსმენა შეეძლებათ, მოგვიანებით, ეს სცენა ღამის 1-3 საათებში კვლავაც გიმასპინძლებთ, Main Stage საღამოს 7 საათიდან შუაღამემდე ამღერდება, ხოლო Eyestage და Zion Garden ღამის განმავლობაში ახმაურდება. წელს, თქვენ წინაშე წარდგებიან უცხოელი შემსრულებლები , როგორებიცაა: Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul, Tom Odell… ასევე, ქართველი ბენდები Bedford Falls, Circus Mircus,უ Skazz და სხვა…
მუსიკალური გამოცდილების გარდა, ფესტივალი გასართობი აქტივობებითაც იქნება დატვირთული. ლისის საოცრებათა ქვეყანაში ესტუმრებით მხიარულ ფერად სივრცეებს, სტარტაპ მარკეტებსა და გამოფენებს.
დაარსების დღიდან, Tbilisi Open Air-ს მხარდამჭერია თიბისი. შეგახსენებთ, ფესტივალის აბონემენტისა და დღიური ბილეთების შეძენა თიბისის ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის ონლაინ შეძენისას 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. 2022 წლიდან კი, Glovo-სა და თიბისის კი ექსკლუზიურ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რაც წლევანდელი ფესტივალის სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნას ითვალისწინებს.
Tbilisi Open Air-ის მხარდაჭერა Glovo-სთვის ახალი არ არის. კომპანია მესამედ უერთდება ფესტივალს და ამჯერად, თიბისისთან მეგობრობის ფარგლებში. მეტი კომფორტისთვის, ფესტივალზე, საკვებ ობიექტებში შეკვეთა რიგში დგომის გარეშე შეგეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. ნებისმიერი საკვებისა თუ სურსათის შეძენას Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეძლებთ და სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის სერვისითაც ისარგებლებთ. ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებლები Glovo-სგან დამატებით პრიზებს მიიღებენ.
Glovo-სა და თიბისის თანამშრომლობა, Tbilisi Open Air-ის სტუმრებს 25%-იანი ქეშბექის საშუალებას მისცემს. მომხმარებლებისთვისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისი და Mastercard-ი დამატებით შეთავაზებასაც აანონსებენ. ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა ობიექტში თიბისის ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებელი ანგარიშზე თანხის 20%-ს დაიბრუნებს.
აქვე, გიზიარებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი შეკვეთა Tbilisi Open Air-ზე:
1) შეგეძლებათ საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ აარჩიოთ takeaway სერვისი, delivery-ის ნაცვლად. ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიიღებთ შეტყობინებას, რომ შეკვეთა მზადაა და ობიექტიდან რიგში დგომის გარეშე გაიტანთ.
2) ხელმისაწვდომი იქნება მიტანის სერვისიც. ფესტივალის ტერიტორიაზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით, განთავსდება მიტანის სამი პუნქტი, სადაც Glovo-ს კურიერები მომხმარებლებს კუთვნილ შეკვეთებს გადასცემენ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანია ამ შესაძლებლობას თანამშრომლებისათვის დამატებითი ბენეფიტის შესაქმნელადაც იყენებს. შესაბამისად, Glovo-მ კომპანიებსაც გაუმარტივა თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი.
თუკი აქამდე ვერ მოიცალეთ, ბილეთების შეძენა კვლავაც შეგიძლიათ. ამისათვის, ამ ბმულს უნდა ეწვიოთ – www.tkt.ge/openair
[R]