in ,

რა გელოდებათ Spotlight Tech 2024-ის „გაკვეთილებზე” – ინტერვიუ აკო ახალაიასთან

ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს Spotlight Tech წელსაც უმასპინძლებს და ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს სპიკერებთან შეხვედრებს, მასტერკლასებსა და ვორკშოპებს შესთავაზებს. Spotlight Tech 2024, რომლის მთავარი წარმდგენიც წელს საქართველოს ბანკია, 1-2 ივნისს Raddison Blu Iveria-ში ჩატარდება. Spotlight Tech 2024-ის მთავარი თემა „გაკვეთილებია”, მოწვეული სპიკერები კი სწორედ იმ გაკვეთილების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების გზაზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

„Spotlight Tech ჩვენი ტრადიციული ღონისძიებების სერიის, Spotlight-ის, გაგრძელებაა. ეს ფორმატი ჩვენს პორტფელს 2018 წელს დაემატა და ყოველწლიურად ტარდება. შეიძლება დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, კომპანია და ბრენდი საუბრობს ტექნოლოგიებზე, მაგრამ 6 წლის წინ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა, ჩვენ კი მაშინ დავიჯერეთ, რომ იქმნებოდა ახალი, საინტერესო ინდუსტრია საქართველოში, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას მოაგროვებდა. Spotlight Tech-ის მიზანია, შთაგონების გზით მოახდინოს როგორც სფეროს, ასევე მასში ჩართული ადამიანების პოპულარიზაცია”, — ამბობს Spotlight Tech-ის ორგანიზატორი, აკო ახალაია.

Spotlight Tech 2024-ს 50-ამდე სპიკერი ეყოლება, რომელთა შორის არიან როგორც წარმატებული ქართული სტარტაპები და სტარტაპერები, ასევე იუთუბერები, ვებპროექტების ავტორები, საერთაშორისო ტექკომპანიები და ა.შ. მოწვეული სპიკერები, რომლებიც ტექინდუსტრიის შექმნაში არიან ჩართულნი ან ტექნოლოგიებს საკუთარი საქმიანობისთვის აქტიურად იყენებენ, ღონისძიების სტუმრებს გამოცდილებასა და მათთვის ყველაზე შთამაგონებელ ისტორიებს გაუზიარებენ.

„სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ წარმატებულ და წარუმატებელ გაკვეთილებს გაგვიზიარებენ და გვჯერა, რომ სხვებისთვის ეს დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. გვიხარია, რომ ამ ღონისძიებას დარგის პროფესიონალებთან ერთად ძალიან ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე ესწრება, რაც მათთვისაც განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ როგორც კონკრეტულად ტექ.მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა და აღქმები, ასევე მოისმინონ პირველი ქართული ფორუმის შექმნის და განვითარების ისტორია, ნახონ ცნობილი ტყუპი დები, რომლებმაც ტიკ-ტოკზე იპოვეს ერთმანეთი, სუპერ წარმატებული ქართველი სტარტაპებისგან გაიგონ როგორ გაიარეს წარმატების გზა. და ა.შ.”, – აღნიშნა აკო ახალაიამ.

განსხვავებით წინა წლების ღონისძიებებისგან, Spotlight Tech 2024 ორდღიან ფორმატში ჩატარდება. წელს ღონისძიებას 16-საათიანი საგანმანათლებლო კონტენტი დაემატა, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, დაესწრონ მასტერკლასებს, ქეისებს და ნეთვორქინგის გამოცდილებაც მიიღონ.

„პროექტის ორგანიზატორებს გვჯერა, რომ შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ვქმნით სცენას, რომლიდანაც 2 დღის განმავლობაში ულევი ინსპირაცია გავრცელდება. ასევე გვჯერა, რომ ეს შთამაგონებელი ამბები, ისტორიები და გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები”, — დასძინა აკო ახალაიამ.

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიების მიმართულებით არაერთ პროექტს უჭერს მხარს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს განვითარებაში ეხმარება. წელს კი Spotlight Tech 2024-ის მთავარი წარმდგენი და გენერალური სპონსორი სწორედ საქართველოს ბანკია.

„საქართველოს ბანკის მთავარი მესიჯია — „არ გაჩერდე”. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას ეხმარება მოტივაციაში. ის, რომ საქართველოს ბანკი ასე მყარად შემოგვიერთდა Spotlight Tech-ზეც, ვფიქრობ, მთელი ინდუსტრიისთვის ნათქვამ მესიჯს გულისხმობს. ამით ბანკი მოუწოდებს სრულიად ტექ.სფეროს, რომ არ გაჩერდნენ, იმოძრაონ და გახდნენ უკეთესები. ჩვენ კი ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ”, — ამბობს აკო ახალაია.

Spotlight Tech 2024-ის ფორმატისა და სპიკერების შესახებ სრულ ინფორმაციას აქ შეგიძლია გაეცნო.

ბილეთებს კი ამ ბმულზე შეიძენთ.

[პარტნიორის კონტენტი]

რა გმატებთ მოტივაციას სამსახურში?

Nissan-ის ახალ მანქანას Manchester City-ის ფეხბურთელები გვაცნობენ