თუ გინდათ უფრო მკაფიოდ გაიგოთ, რა გსურთ ცხოვრებაში, მაშინ 5 სტრატეგიას გაგიზიარებთ, რომლებსაც Goodby and Silverstein-ის ბრენდის სტრატეგი ბონი ვანი თავის წიგნში The Life Brief: A Playbook for No-Regrets Living გვაცნობს:
1. დაიწყეთ პრაქტიკაში გამოცდა და შეწყვიტეთ დაგეგმვა
როცა საქმე ფინანსებს, სარეკლამო კამპანიებს თუ ივენთების ორგანიზებას ეხება, ვანიც დაგეგმვის მომხრეა, თუმცა გვეუბნება, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში გეგმები შესაძლებლობების დანახვაში გვიშლის ხელს, რადგან ამ დროს კომპასის როლს ასრულებს… ეს მეთოდი კი მცირე ნაბიჯებით შეგიძლიათ, დანერგოთ. გამოცადეთ, რა მუშაობს თქვენ შემთხვევაში, მოუსმინეთ შინაგან ხმას.
თქვენი სურვილებიდან ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ, სიის სახით ჩამოწერეთ. თუმცა, უმჯობესია, ჩანაწერში არსებული ფრაზები მეტად მკაფიო და დასამახსოვრებელი იყოს, რათა ნებისმიერ დროს გქონდეთ კითხვაზე პასუხი, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ამის დაწყება კი იმ 4 სფეროთია უმჯობესი, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტ დროს უთმობენ — ურთიერთობები, სამსახური, საზოგადოება და საკუთარი თავი.
2. მოქმედება სიცხადის თანმდევი პროდუქტია
როგორც ამბობენ, სიცხადე ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა, ამის გარეშე კი ცხოვრება ერთსა და იმავე გზაზე სიარულს დაემსგავსება. ეს თქვენს ყურადღებასა და განზრახვებს რაღაც უფრო დიდისკენ მიმართავს, ავტომატურად მიჰყავხართ იქითკენ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეს კი ქმედებას ამარტივებს. ამგვარად, ცვლილებებიც სწორედ მაშინ იწყება, როცა მეტად ცხადად უყურებთ ყველაფერს — თქვენი პერსპექტივა იცვლება და ნაცნობ სიტუაციებსაც კი განსხვავებულად უყურებთ და მეორე, თქვენი ყურადღება ავტომატურად იმ საკითხებისკენ მიდის, რომლებიც ცხოვრებაში გამოგადგებათ…
3. მისდიეთ კითხვებს და არა, პასუხებს
სიცხადისკენ გზა ცნობისმოყვარეობით იწყება, ხოლო როცა ამ უკანასკნელს ვააქტიურებთ, ვიგებთ, რისთვის ღირს ჩვენი ცხოვრება. კითხვები ხშირად საკუთარი თავისადმი ეჭვებს ბადებს, შედარებებსაც მივმართავთ და ვშფოთავთ კიდეც ჩვენი ყურადღების მიმართვით პასუხების მიღებაზე… ხოლო მაშინ, როცა ასე ხდება, სხვა ვეღარაფერზე ვახერხებთ ფიქრს. ამიტომ, კარგი იქნება თუ ყოველ დილით მსგავს საკითხებს ჩამოწერთ და თქვენს გონებას გაათავისუფლებთ, თანაც არც დაგეგმვა გჭირდებათ და არც რედაქტირება წერის პროცესში. სულ გახსოვდეთ, რომ ასე ცნობისმოყვარეობაში ვარჯიშობთ და არა, განსჯაში, თან ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებთ. ავტორი კი გვირჩევს, თითოეულ კითხვაზე პასუხს 10 წუთამდე დრო დაუთმოთ…
4. შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა
ეს გულისხმობს „რა არის?“ პერსპექტივის, „რა იქნებოდა?“ პერსპექტივით შეცვლას. კარგი იქნება, თუ კონკრეტულ სიტუაციებს მეტად დააკვირდებით, ერთი ნაბიჯით უკან დაიხევთ და ჰკითხავთ საკუთარ თავს „ეს რწმენა ნამდვილად ჩემია? როგორ შემიძლია ამას სხვა კუთხიდან შევხედო?“. აქ კი It’s not X, it’s Y-ის ჩარჩოზე საუბრობენ — აიღეთ ის რწმენა, რომელზეც ფიქრობთ, რომ რაღაცებში გზღუდავთ და ჩამოწერეთ იმდენი ვარიაცია, რამდენსაც 5 წუთში მოასწრებთ — ეს კონკრეტული რწმენის მრავალი კუთხიდან დანახვაში დაგეხმარებათ…
5. დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება
დიდ ცვლილებებზე საუბრისას ხშირად სამსახურიდან წამოსვლას, პარტნიორთან დაშორებას ან ახალ ქალაქში გადასვლას მოიაზრებენ, არადა, როგორც ავტორი გვეუბნება, მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. ამიტომ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, მაგალითად, რომელ გამოწვევას შეგიძლიათ გაუმკლავდეთ 10 წუთში და ყველა შესაძლო პასუხი ჩამოწერეთ, შემდგომ ეცადეთ, თქვენთვის სასურველი ამოირჩიოთ და იგი ყოველდღიურად გააკეთოთ…