in

რა იწვევს გადაწვას თქვენს ორგანიზაციაში

კომპანიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გადაწვის უპრეცედენტო დონეს განიცდიან. ეს საკმაოდ ძვირად უჯდება ორგანიზაციას. მას, ეტაპობრივად და შესაძლოა შეუმჩნევლადაც, ტოვებენ თანამშრომლები, ბევრად დაბლა იწევს ინოვაციები და მკვეთრად იზრდება ჯანდაცვის ხარჯები. სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საერთო დატვირთვის პრობლემაზე. ამ სტატიაში კვლევა აჩვენებს, რომ თავად სამუშაო იმდენად არ გაზრდილა, რამდენადაც მასში შემავალი კოლაბორაციული საჭიროებები. ამაში იგულისხმება იმ თანამშრომლობის რაოდენობა და სიხშირე, რაშიც ადამიანებს სჭირდებათ ჩართვა სამუშაოს შესასრულებლად. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კოლაბორაციული სამუშაოს მოცულობამ იმატა, რამაც სტრესის ექსპონენციალური ზრდა განაპირობა. სამუშაო პროცესს სერიოზულად უშლის ხელს გაუგებრობა ურთიერთობებში, არაგუნდურობა და მისკომუნიკაცია, სხვა ფაქტორებთან ერთად. ეს ყველაფერი ყოველდღიურ სტრესს ამძაფრებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გადაწვის ერთ-ერთი ფორმაა მიკროსტრესი – კოლეგებთან ურთიერთობის სტრესის შედარებით მცირე მომენტი. ერთი მხრივ, ეს რუტინულ წვრილმანად გვეჩვენება, თუმცა ერთობლიობაში დიდ ზიანს გვაყენებს. მაღალეფექტური ადამიანების კვლევამ ნათლად აჩვენა, რამდენად დამანგრეველი შედეგი აქვს უკონტროლო მიკროსტრესებს ცალკეულ ადამიანებსა და გუნდებზე. გუნდურ დონეზე, სტრესის ეს ფორმა ურთერთობებზე აისახება.

შესაძლოა, ერთი შეხედვით, რთული ჩანდეს გადატვირთულ გუნდში სტრესის შემცირება, თუმცა ხელმძღვანელებს ამის უამრავი შესაძლებლობა აქვთ. იმის ნაცვლად, რომ სირთულეებთან გასამკლავებლად მხოლოდ ინდივიდუალურ ქოუჩინგს მიმართონ, ლიდერებს სიტუაციის გამოსწორება კოლექტიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესებით შეუძლიათ. ამ სტატიაში გაგიზიარებთ იმ სტრატეგიებს, რომლებიც მიკროსტრესების შემცირებაში დაგეხმარებათ.

შეგვიძლია შევამციროთ სტრუქტურული კომპლექსურობა?

ათწლეულების განმავლობაში, ორგანიზაციები ქმნიდნენ სტრუქტურულ კომპლექსურობას და ეს არ ეხება მხოლოდ ტრაციდიულ იერარქიას. ისინი გადავიდნენ მუშაობის მატრიცულ, ქსელურ და ეჯაილ მეთოდებზე. ეს სამუშაო სტრუქტურები უფრო მეტი მოქნილობისთვისაა, თუმცა ასევე ართულებს სამუშაოს, რადგან ერთ თანამშრომელზე ურთიერთქმედების რაოდენობას ზრდის. ორგანიზაციებს ხშირად ურჩევენ კონტროლის თანმიმდევრულ დიაპაზონზე გადასვლას, რაც გულისხმობს იმ ადამიანთა რაოდენობის განსაზღვრას, რომელთა მართვაზეცაა პასუხისმგებელი ლიდერი. თუმცა ეფექტიანობის ასეთი ზრდა არ ითვალისწინებს სამუშაოსთვის საჭირო კოლაბორაციას. კოლაბორაციული სამუშაო, რაც ბოლო 15 წლის მანძილზე მინიმუმ 50%-თ გაიზარდა სტრესის გავრცელების ექსპონენციალურ წყაროდ იქცა ორგანიზაციებში.

რამდენად გაუმკლავდება თქვენი კომპანია არსებულ მოცემულობას?

შესაძლოა, ფენებად გადანაწილება იყოს კიდეც გამოსავალი, თუმცა მსგავსი მიდგომის მქონე არაერთი ორგანიზაცია წააწყდა კონტროლის შეუსრულებელ ამოცანებს, არსებული სამუშაო ინტენსივობის პირობებში. ასეთი იერარქია შეიძლება იყოს სტრესი იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც უნდა შეასრულონ რამდენიმე ხელმძღვანელის დავალება პარალელურად.

მეორე მხრივ, ფენების მოშორებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზს მივყავართ სხვა, ნაკლებად შესამჩნევ პრობლემებამდე. დღესდღეობით, ბევრი გუნდი მუშაობს არაეფექტურად, პრიორიტეტების გადატვირთვის გამო. ეს განსხვავებული საკითხების სიმრავლითაა გამოწვეული და უჭირთ ამოცანების სწორად ორგანიზება. ამის გადაწყვეტა შესაძლებელია იმ სირთულეების გამოვლენითა და გამოსწორებით, რაც ყველაზე მძიმედ მოქმედებს სიტუაციაზე. კომპანიების უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული პრობლემებთან მუშაობის მექანიზმი. Netflix იმ იშვიათ კომპანიებს შორისაა, რომელიც პრიორიტეტულად მიიჩნევს არასაჭირო სირთულეების მოშორებას. კომპანიის პოლიტიკა მთლიანად გამარტივებას ეფუძნება. თუკი გჭირდებათ ახალი გუნდის ან პროცედურის დანერგვა, ეს ნაბიჯი დროებით აქტივობად ჩათვალეთ. შეინარჩუნეთ იქამდე, სანამ სასარგებლო იქნება, რათა სირთულეები აიცილოთ თავიდან.

ორგანიზაციებს ხშირად ურჩევენ მოქნილი, ქსელზე ორიენტირებული სტრუქტურების შექმნისკენ, რომლებიც გუნდზეა დაყრდნობილი და ადვილად გადაჯგუფებადია. ეს მცდელობები ტემპის მომატებაზეა ორიენტირებული, თუმცა ზღვრამდე მისულებს უწევთ ეფექტურობის მსხვერპლად გაღება. გუნდების გადაჯგუფება კოორდინაციის გაძლიერებას საჭიროებს. ეს ხშირად ცალკეული თანმშრომლების გმირულ ძალისხმევას მოითხოვს. ასევე, ეს არაა მდგრადი სტრატეგია და გადაწვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

თითქოს, ტექნოლოგიები სამუშაოსა და ურთიერთობებს უნდა ამარტივებდეს, მაგრამ ესეც ხდება ხოლმე სტრესის წყარო. კომუნიკაციის საშუალებაა ელ.ფოსტაც, მესენჯერიც, მობილურიც, სხვა აპლიკაციებიც და ცოცხალი შეხვედრებიც. ამ ქაოტურ კომუნიკაციასაც თავისი მიკროსტრესები ახლავს. ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რომ შეთანხმდეთ თანამშრომლობის ნორმებზე. მაგალითად, გუნდური კომუნიკაცია მხოლოდ ელ.ფოსტით მიმდინარეობდეს, ხოლო თუკი დამატებითი ურთიერთობა იქნება საჭირო, პირისპირ შეხვედრა ჩაინიშნოს. ტექნოლოგიური მხარდაჭერა მრავალფეროვანია, მთავარია ის, თუ რამდენად მოწესრიგებულად გამოვიყენებთ მათ.

წყარო: HBR



როგორ უნდა გაუმკლავდეს დიზაინერი „კოშმარულ სცენარებს“, როცა დამკვეთისთვის მუშაობს?

საქართველოს ბანკის მობილბანკში თამაში იწყება