in

სისტემები თუ ინდივიდები — რა იწვევს დღეს სამსახურებრივ პრობლემებს?

თუ ედვარდ დემინგს დავეყრდნობით, რომელმაც იაპონური ეკონომიკური სასწაული მოახდინა, სამსახურში გამოწვევათა 94% სისტემურია. დიახ, მხოლოდ 6% მიეკუთვნება ინდივიდუალურ დონეს, რის გამოც, მნიშვნელოვანია, სისტემებზე ფოკუსირდეთ და არა, ინდივიდებზე. 

დემინგის მსგავსად, უახლესი კვლევაც ადასტურებს, რომ ორგანიზაციულ კულტურასა და პროცესებში ჩაშენებული სისტემური ფაქტორები სამუშაო სივრცეში კრიტიკული საკითხების არსებობის მთავარი მიზეზია — ხელმძღვანელები ორგანიზაციებში სტრატეგიებს ვერ ახორციელებენ, არსებობს თანამშრომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფრთხე, მიკუთვნებულობისა და ინკლუზიურობის ნაკლებობა. 

თუმცა აღნიშნული საკითხების მოგვარებას მაინც ინდივიდუალურ დონეზე ცდილობენ:

  • მენტალური ჯანმრთელობის აპლიკაციები, მდგრადობის ტრენინგები, იოგა შესვენების დროს — ამ მეთოდებით თანამშრომლებში სტრესსა და გამოფიტულობას უმკლავდებიან. 
  • სისტემური საკითხები, რომლებიც ხელს უშლის შესრულებას, იგნორირებულია. აქ თანამშრომლებს მაინც ინდივიდუალურ დონეზე აკვირდებიან.
  • მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ქრონიკულ ნაკლებობას ერთი ან ორი ადამიანის სიმბოლური დაწინაურება აგვარებს“.
  • ტოქსიკურ გარემოში ბულინგის საკითხს თავდაჯერებულობისა და თვითშემეცნების ტრენინგებით უმკლავდებიან.
  • ლიდერობის უნარის გაუმჯობესებას სასწავლო პროგრამებით ცდილობენ.
  • ტრენინგები არსებობს პრობლემებისთვის, რომლებიც მისი დახმარებით ვერ გადაიჭრება. მაგალითად, არაეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესები. 

მართალია, მსგავს ჩარევებს რაღაც ღირებულება აქვს, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი და საკმარისად კარგი ორგანიზაციული დონისა და მენეჯერული პრაქტიკის გაუმჯობესების გარეშე. დიახ, ტოქსიკურ გარემოში მყოფ ადამიანს მარტო 5-წუთიანი მედიტაცია ვერ უშველის… მაგრამ მაინც, რატომ აგრძელებენ ორგანიზაციები ამის კეთებას? მიზეზი ავტომატური მიკერძოებაა იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. ამიტომ, ახლა, განვიხილოთ, როგორ ვლინდება ეს მიკერძოებები და როგორ შეგვიძლია მათთან გამკლავება.

მიკერძოებები: როგორ მოქმედებს აზროვნებაზე აღზრდა, ბუნება და სტრესული სიტუაციები

აქ FAE და GAE უნდა განვიხილოთ: ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომა (FAE) კოგნიტიურ მიკერძოებას გულისხმობს, რომელიც გვაიძულებს, ავხსნათ სხვების ქცევა მათი პიროვნების, ხასიათისა და ჩვევების მიხედვით, მსგავსად, სიტუაციური და კონტექსტუალური ფაქტორები იგნორირებულია. ჯგუფის ატრიბუციის შეცდომა (GAE) კი სოციალური ჯგუფების აღქმის შესახებ ჩვენს მიკერძოებებს წარმოადგენს. 

ეს ყველაფერი კულტურული სწავლებიდან მოდის, რასაც გავლენა აქვს ჩვენს აზრებზე. აქვე უნდა ვახსენოთ აღზრდა და ბუნება, რაც ჩვენს შემეცნებასა და აღქმებზე ზემოქმედებს, გვიბიძგებს, ვიფიქროთ უფრო ინდივიდუალურად და კონტექსტზე ორიენტირებული გზებით.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი გზით ფიქრი შეგვიძლია. ზოგიერთი მკვლევარი აღქმას ორსაფეხურიან პროცესადაც კი განიხილავს: პირველი მარტივი და ავტომატურია, მეორე, რთული და მიზანმიმართული. სტრესი და დროის ზეწოლა პირველი მათგანისკენ გვიბიძგებს, მაგრამ არა მეორისკენ…

აღზრდა

ადამიანები არადასავლური და კოლექტივისტური საზოგადოებებიდან ნაკლებად მიაწერენ სხვის ქცევას ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მაგალითად, ისინი არ ამბობენ: „ის კეთილია“. ამის ნაცვლად, ხშირად ფოკუსირდებიან ჯგუფის დონეზე: „ის მეგობრებთან ერთად იყო“. კოლექტივისტური კულტურების ადამიანები კი უფრო მეტად კონტექსტზე ამახვილებენ ყურადღებას — აღმოსავლეთ აზიელები უფრო მეტად ხედავდნენ ფონურ ელემენტებს, განსხვავებით დასავლელებისგან, რომლებიც ყურადღებას ცენტრალურ ფიგურაზე ამახვილებდნენ. ხოლო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის ადამიანები ურთიერთდამოკიდებული აზროვნებით გამოირჩევიან მაშინ, როცა მდიდრები ყურადღებას კონტროლის ინდივიდუალურ გრძნობაზე ამახვილებენ. 

ბუნება

აზროვნებაზე ჩვენს ნერვულ ქსელსაც აქვს გავლენა. ინდივიდუალური დონის ნევროლოგიური განსხვავებები ტვინის აქტივობაში FAE-ს ალბათობას ზრდის — აუტისტი ადამიანები სისტემურად ფიქრობენ და ნაკლებად მიკერძოებულნი არიან, შესაბამისად, მათი პროგნოზებიც უფრო ზუსტია. 

სიტუაციები

სტრესის ქვეშ ყოფნისას, დასავლელი კვლევის მონაწილეები, რომლებიც იურიდიულ საქმეს აფასებდნენ, უგულებელყოფდნენ შემამსუბუქებელ გარემოებებს და FAE-სკენ იყვნენ მიდრეკილნი. მულტიკულტურული ადამიანებისთვის კი გარემოს მინიშნებებს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს…

ფაქტია, რომ გლობალური, სოციოეკონომიკური, გამოცდილებისა და ნეირომრავალფეროვნება ჩვენს აზროვნებას აყალიბებს, ან FAE-სკენ, ან GAE-სკენ გვიბიძგებს. ჩვენი აზროვნების ჩვევები კი, თავის მხრივ, სამუშაო ადგილებს აყალიბებს. მას შეუძლია შექმნას გარემო ერთი დომინანტური აზროვნებით, მაგრამ ამან მიკერძოებულ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რისგანაც თავდაცვა მნიშვნელოვანია. 

ჩამოაყალიბეთ სისტემური აზროვნება 

ეს ორგანიზაციის ეფექტურობას გაზრდის, ჯგუფურ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ქალებს სისტემური სექსიზმის ფონზე ნდობის ჩამოყალიბება სჭირდებათ, თუმცა გამოსავალი ქალების გამოსწორება კი არა, სისტემური ინკლუზიის მქონე გარემოს შექმნაა, რაც მათ წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს…

ინდივიდუალურ დონეზე ავტომატურ და ინდივიდუალურ მიკერძოებებზე FAE-სა და GAE-ს დაძლევა რთულია. თუმცა აქ, თანაგრძნობა, პერსპექტივების მიღება და კულტურული გამოცდილების გაფართოება შეიძლება დაგეხმაროთ. პერსპექტივების მიღების ტრენინგი შეცდომებს ამცირებს და გვიბიძგებს, სხვებზე ზუსტად ისე ვიფიქროთ, როგორც საკუთარ თავზე. 

აქ კი ის 5 გზა განვიხილოთ, რომლითაც ორგანიზაციებს ჯგუფურ დონეზე მიკერძოებების თავიდან აცილება შეუძლიათ:

გაამრავალფეროვნეთ კოლექტიური შემეცნება ლიდერობაში — იმ ინდივიდების შეხედულებების მიღება, რომლებიც სოციოეკონომიკური პრივილეგიების გარეშე ან არადასავლურ კულტურულ გარემოში გაიზარდნენ, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობის მქონე ადამიანებისადმი ინკლუზიური მიდგომა, კონტექსტური ინტელექტის მაღალი დონის მქონე პირების იდენტიფიცირება და ჩართვა, შესაძლოა, უფრო დაბალანსებული, კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს. 

ჩართეთ კონტექსტუალური აზროვნება ფორმებსა და პროცედურებში — აქ, საჭიროა კითხვები კონტექსტუალური მოსაზრებების შესახებ, ტრენინგის საჭიროებების ანალიზი და პროფესიული განვითარების, კეთილდღეობის პროგრამების დაგეგმვა, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის შეფასებები.

გაუმკლავდით სტრესს — ეს კონტექსტუალური ფაქტორების იგნორირების ალბათობას ზრდის, ამიტომ სტრეს-ფაქტორებთან გამკლავება მნიშვნელოვანია. ადამიანებს სჭირდებათ დრო, ენერგია და მენტალური ჯანმრთელობა, რათა საკითხები მთელი თავისი სირთულით განიხილონ.

გააერთიანეთ სამუშაო ძალა — რეგულარული გამოკითხვების, ფოკუს ჯგუფების და გადაწყვეტილების მიღების საშუალებით კოლექტიური ცოდნის გაერთიანება შეიძლება ლიდერებს ორგანიზაციული შეფერხებების დიდი სურათის დანახვაში დაეხმაროს და დეტალურ და სისტემურ გადაწყვეტილებებშიც გადაიზარდოს. ეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და განვითარებაშიც შეიძლება დაგეხმაროთ. 

დანიშნეთ სისტემის ჩემპიონი — ჯგუფებს შეუძლიათ დანიშნონ ინდივიდი, რომელიც წევრებს სისტემური პერსპექტივის მიღების მნიშვნელობას შეახსენებს. 

გამოდის, უფრო დაბალანსებული აზროვნების შემუშავება, რომელიც როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ ფაქტორებს მოიცავს, დაეხმარება ლიდერებს, გახდნენ მეტად ობიექტურები და თანამგრძნობნი. ეს მათ თანამშრომელთა ნდობის მოპოვებასაც შეაძლებინებს. აქ ინკლუზიურობა უცხო აღარ იქნება, რაც ორგანიზაციებს უფრო პროდუქტიული სისტემების შექმნაში დაეხმარება. 

 

წყარო: HBR



რა ტიპის პროგრამირების ენები დაგჭირდებათ, მობილური აპლიკაციის შესაქმნელად?

როგორ შეგვიძლია უფრო ბედნიერი ცხოვრების შექმნა?