in

რა არის ტინიტუსი და რა იწვევს მას? — კვლევა

სრულ სიჩუმეში რაღაც ხმები მაინც თუ ჩაგესმით, გამოდის, თქვენც ერთ-ერთი ხართ იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რამდენად შემაწუხებელი შეიძლება იყოს ტინიტუსი. თუ ეს არ განგიცდიათ, დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოზარდების 10-15%-ს ესმის ზარის ან ზუზუნის მსგავსი ხმები ყურებში. ზოგჯერ ეს პერიოდულად ხდება, მაგრამ როცა 3 თვეზე მეტხანს გრძელდება, უკვე ქრონიკულად მიიჩნევა. 

M2
M2

Massachusetts Eye and Ear-ის ახალი კვლევის თანახმად, ეს ფანტომური ხმაური იმ ჰიპერაქტიური ნერვით გენერირდება, რომელსაც ნერვული სისტემა ვეღარ არეგულირებს. ახლა მკვლევრებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც მხარს უჭერს ამ უსიამოვნო ხმაურის წარმოშობის წამყვან თეორიას. ეს მდგომარეობა ძირითადად ყურთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, იქნება ეს სმენის დაკარგვა, დაზიანება თუ ინფექცია. მან ასევე შეიძლება იმოქმედოს, სმენადაქვეითებულ ან სმენის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებზე.

„გარდა ყურებში არსებული მუდმივი ხმებისა, ტინიტუსის სიმპტომები ძალიან ბევრ პაციენტს ასუსტებს, ძილის ნაკლებობას იწვევს, სოციალურ იზოლაციას, შფოთვასა და დეპრესიას, ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხს“, — განმარტავს სტეფან მაისონი, სმენის ფიზიოლოგი. 

ახალი კვლევა ფოკუსირებული იყო ტინიტუსის შესწავლაზე ადამიანებში, რომლებსაც სმენის პრობლმები არ ჰქონდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს სმენის ნერვი გარკვეული ხარისხით დაქვეითებული აქვთ, რისი აღმოჩენაც ჩვეულებრივ სმენის ტესტებითაა შესაძლებელი. 

294 სუბიექტში, კერძოდ 18-72 წლის ადამიანებში ტესტებმა „ნორმალური სმენის“ მაჩვენებლები აჩვენეს: 29 ადამიანი ქრონიკულ ტინიტუსს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო 64-ს 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში განიცდიდა ან ხმაურში ყოფნის შედეგად პერიოდული ტინიტუსი ემართებოდათ, მაგალითისთვის თუ კონცერტზე დაესწრებოდნენ, ეს მათ ყურებში მუდმივ ხმებს ტოვებდა… ხოლო მესამედს არასდროს განუცდია ეს მდგომარეობა. 

მკვლევრებმა იპოვეს კავშირი ქრონიკული ტინიტუსის თვითმოხსენებებსა და კოხლეარული ნერვის დეგენერაციას (CND) შორის. კოხლეარული ნერვი, შესაძლოა, გადაჭარბებული ზემოქმედებით დაზიანდეს. ხოლო ტინიტუსის ხარისხი, რომელსაც ადამიანები განიცდიდნენ, კოხლეარული ნერვული პასუხის პროგნოზირების საშუალებას იძლეოდა. პაციენტებს უფრო სუსტი შუა ყურის კუნთის რეფლექსი ჰქონდათ, რომელიც ჩვენს ყურებს ხმამაღალი, დაბალი სიხშირის ხმებისგან იცავს, როგორიცაა მაგალითად ღამის კლუბის ბასები. მათ ასევე მეტად გამოხატული ოლივოკოქლეარული რეფლექსი აღენიშნებოდათ, რაც ჩვეულებრივ ხმების დამუშავებაში გვეხმარება.

ხოლო, რაც უფრო ხშირია ტინიტუსი, მით უფრო გამოხატულია ეს პასუხები. მკველვრების თანახმად: „ტინიტუსის სიხშირე, შესაძლოა, პერიფერიული ნერვული დაზიანების ხარისხზე იყოს დამოკიდებული. ჩვენი ნაშრომი კი გთავაზობთ იდეას, რომ ტინიტუსს შეიძლება სმენის ნერვის დაკარგვა იწვევდეს, იმ ადამიანებშიც, ვისაც სმენის ნორმალური მდგომარეობა აქვთ“. ხოლო თავად ტინიტუსი შესაძლოა იჩვენი ტვინის ნერვის დაზიანებასთან გამკლავების მეთოდს უკავშირდებოდეს…

წინა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ცილების ოჯახად მიჩნეული ნეიტროფილები ამ სმენის ნერვის აღსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რასაც უკვე ახალი ნაშრომის მიგნებებიც ემატება

„ჩვენ ვერ შევძლებთ ტინიტუსის სრულად განკურნებას, სანამ სრულად არ გავიგებთ მის უკან არსებულ მექანიზმს. ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯია ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, გავაჩუმოთ ტინიტუსი“, — აცხადებს მაისონი.

წიგნები, რომლებიც მოგზაურობას უხდება

Threads-ის წაშლას ინსტაგრამის გაუქმების გარეშეც მოახერხებთ