in

რა ფაქტორები იწვევს ნაადრევ დაბერებას?

საბედნიეროდ, მკვლევრები მათი თავიდან აცილების გზებსაც გვთავაზობენ

ახალგაზრდობა რომელიმე ჩვენგანის ექსკლუზიურ საკუთრებას არ წარმოადგენს. ის დროთა განმავლობაში ქრება… თუმცა ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ახალგაზრდობის შენარჩუნება, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკი გვთავაზობს. თანაც, ამის მიღწევა ცხოვრების წესის შეცვლით და ზოგიერთი იმ ჩვევის თავიდან აცილებით შეიძლება, რომელიც ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

ციფრული ეკრანის დიდხანს ყურება

დიახ, რასაც ახლა აკეთებთ, შეიძლება, დაგაბეროთ. ექსპერტები ამბობენ, რომ სმარტფონებისა და კომპიუტერის ეკრანებიდან გამოსხივებულ ლურჯი შუქის გადაჭარბებულ ზემოქმედებას დაბერების დაჩქარება შეუძლია. 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ლურჯმა შუქმა შეიძლება, ტვინის და თვალის უჯრედები დააზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მკვლევრები გვირჩევენ, რაც შეიძლება, მეტი ბუნებრივი შუქი მივიღოთ და რაც შეიძლება, ნაკლები დრო გავატაროთ ეკრანებთან – ყოველ შემთხვევაში თავისუფალ დროს მაინც.

დამუშავებული საკვების მირთმევა

“კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის ან სხვა ნახშირწყლების შემცველმა დიეტამ შეიძლება, დაბერება დააჩქაროს” – აცხადებს ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია. მართალია, შაქარს მართლაც შეუძლია ნაოჭების წარმოქმნა… შაქარი ჩვენს კანში არსებულ ორ პროტეინს კოლაგენს და ელასტინს აზიანებს, სხეულის აღდგენის პროცესს ბლოკავს. კვების რაციონიდან მის ამოღებას კი ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნება შეუძლია – “ბევრი ხილისა და ბოსტნეული ჭამა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება” – განმარტავს AAD.

Covid-19

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, დიდი ალბათობით, გრძელვადიან კოგნიტურ დეფიციტს განიცდიან, რაც 10 წლის ვადაში ტვინის დაბერებას უკავშირდება. მკვლევრებმა 84 000-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მნიშვნელოვანი კოგნიტური დაქვეითება განიცადეს, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

“ეს შედეგები ძლიერ მოწოდებად უნდა იქცეს უფრო დეტალური კვლევისთვის, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ კოგნიტურ დეფიციტს შეისწავლის” – წერენ ავტორები.

ქრონიკული სტრესი

ქრონიკულ სტრესს შეუძლია, ნაადრევად დაგაბეროთ და სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეამციროს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა იუწყება, რომ ქრონიკულ სტრესს შეუძლია შეამციროს ტელომერები, სტრუქტურები ყველა უჯრედში, რომლებიც დნმ-ს შეიცავს. ტელომერები თავდაპირველად გრძელია და ასაკის მატებასთან ერთად შედარებით მცირდება. როდესაც ისინი ძალიან მოკლე ხდება, მალევე “კვდება”. ეს არა მხოლოდ პირდაპირი დაბერების პროცესს უწყობს ხელს, არამედ მოკლე ტელომერების მქონე ადამიანები ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ხარისხიანი ძილის ნაკლებობა

ცუდი ძილის ნაკლებობა არა მხოლოდ დიდი უსიამოვნებაა, არამედ ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძილი ის დროა, როცა სხეულის სასიცოცხლო სისტემები აღდგენის პროცესს განიცდის. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ერთი ღამით ცუდი ძილი ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

Cadillac ახალ ელექტრომობილს უშვებს!

„ჩვენი უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომა, პრაქტიკული და ხარისხიანი გადაწყვეტებია“ – სამშენებლო კომპანია „გრავიტა“