in

რა ხდება შავ ხვრელში? — პასუხის მიღებაში კვანტური კომპიუტერები გვეხმარება

ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება შავი ხვრელის შიგნით, ამის საშუალებას მისი უზარმაზარი გრავიტაცია არ გვაძლევს. თუმცა, ფიქრობენ, რომ ამაში კვანტური მექანიკა და ფარდობითობის ზოგადი თეორია დაგვეხმარება. ფიზიკოსები გრავიტაციის ზღაპრულ კვანტურ თეორიას ეძებენ, რისთვისაც ერთი გადამწყვეტი მიდგომა — ჰოლოგრაფიის პრინციპია.

M2
M2

აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიაში არ არსებობს ნაწილაკები… არსებობს მხოლოდ სივრცე-დრო. ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში კი არ არის გრავიტაცია, არის მხოლოდ ნაწილაკები. ამიტომ, ორი განსხვავებული თეორიის დაკავშირება ფიზიკაში დიდი ხნის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა სწორი მოდელის აღმოჩენით, საბოლოოდ გრავიტაციისა და კვანტური მექანიკის დაკავშირება შეგვეძლება.

ზოგადი ჰოლოგრაფიული იდეა კი გულისხმობს სამგანზომილებიანი სამყაროს ყველა ინფორმაციის ორგანზომილებიან ზედაპირზე კოდირებას. ეს პრინციპი ჰოლოგრაფიული ორმაგობის კონცეფციას უდევს საფუძვლად — ვარაუდს, რომელიც  გრავიტაციისა და ნაწილაკების თეორიას შორის მათემატიკურ ეკვივალენტობას ქმნის. რაც გრავიტაციის თეორიაში მათემატიკურად ხდება, ნაწილაკების თეორიაშიც ხდება და პირიქით. ორივე თეორია აღწერს განსხვავებულ განზომილებებს, მაგრამ მათ მიერ აღწერილი განზომილებების რაოდენობა ერთით განსხვავდება. შესაბამისად, შავი ხვრელის შიგნით, მაგალითად, გრავიტაცია არსებობს სამ განზომილებაში, ხოლო ნაწილაკების თეორია არსებობს ორ განზომილებაში.

გუნდი ამ საკითხის შესწავლისას დახვეწილ სტატისტიკურ მეთოდებსა და კვანტური გამოთვლის პრინციპებს იყენებს, რათა კვანტური მატრიცის ყველა შესაძლო მოდელს შორის არსებული ძირითადი მდგომარეობა აღმოაჩინოს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რისთვისაც რიცხვით მეთოდებს მიმართავენ. მიდგომებს ძირითადი მდგომარეობის შესახებ  სრული ინფორმაცია და მინიმუმ ერთი შავი ხვრელის სრული მოდელის აგება შეუძლია უზრუნველყოს. 

ცხადია, საბოლოო შედეგის მიღებამდე კიდევ ბევრი სამუშაო იქნება განსახორციელებელი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ახლო მომავალს მივანდოთ იმის გაგება, თუ რა ხდება შავ ხვრელში.

რეტრო მაკინტოშის კონცეფცია — ნოსტალგიისა და თანამედროვეობის სინთეზი

ასე ებრძვის ამერიკული ბანკი ინვესტიციებთან დაკავშირებულ კლასიკურ ფანტაზიებს