in

„რა მჭირდება ახლა?“ — როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი?

M2
M2

თუ სხვების მხრიდან საკმარის სიყვარულს ვერ იღებთ, საკუთარი თავისადმი ნაკლებად კეთილგანწყობილი ხდებით. ამ მოვლენის საფუძველზე ბუდისტურ ტრადიციაში ჩამოყალიბდასაკუთარი თავის თანაგრძნობისკონცეფცია, რაც მოგვიანებით ფსიქოლოგიაშიც დამკვიდრდა.

ვისაც საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის ჩვევა აქვთ ჩამოყალიბებული, ნაკლებ სტრესსა და დეპრესიას განიცდიანამავდროულად, მეტი თავდაჯერებულობითაც გამოირჩევიან. რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ სარგებელზე, მათ შორის იმუნური სისტემის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებასა და გულის დაავადებების განვითარების დაბალ რისკზე.

ოსტინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი კრისტინ ნეფი ამ კონცეფციის საფუძვლებსა და პრინციპებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა. როგორც ის აღნიშნავს, საკუთარი თავის თანაგრძნობის არსი მარტივია: მოეპყარით საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.

თუ თქვენი მეგობარი სამსახურში რაიმე შეცდომას დაუშვებდა, სავარაუდოდ, გაამხნევებდით, ეტყოდით, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ერთი ან ორი შეცდომით არ უნდა განსაჯოს. და ამის საპირისპიროდ, რას გააკეთებდით, მეგობრის ნაცვლად თავად რომ ყოფილიყავითდამნაშავე“? ამ დროს შინაგანი კრიტიკა იღვიძებს და ყველაფერ ნეგატიურს მოუხმობს, რათა მაქსიმალური წნეხი მივაყენოთ საკუთარ თავს.

ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავისადმი თანაგრძნობას იჩენენ, ნაკლები კომპლექსები აქვთ და მსხვერპლის როლის მორგება არ სიამოვნებთშესაბამისად, კონფლიქტის დროს კომპრომისზეც მიდიან, მეტად მიმტევებლები არიან. გარდა ამისა, გაცილებით ადვილად უმკლავდებიან რთულ სიტუაციებსა და ქრონიკულ ტკივილს.

ყველაფერს მარტივად მიუდექით: თქვენ ადგილას საყვარელი მეგობარი წარმოიდგინეთ. რას ეტყოდით მას? გექნებოდათ მისი რწმენა? გაამხნევებდით რთულ სიტუაციებში? მაშინ საკუთარ თავსაც ასე მოექეცით“, განმარტავს კრისტინ ნეფი.

ჩვევის ჩამოყალიბებაში ეს უბრალო კითხვაც გამოგადგებათ: რა მჭირდება ახლა?“ მასზე პასუხის გაცემით, შეძლებთ, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს დაგარედანშეაფასოთ, რა გჭირდებათ მოცემულ მომენტში.

4Hospitals-ის და Polytech-ის პარტნიორობა – #Quality You Can Feel

2050 წლისთვის იაპონია კოსმოსში ლიფტის აშენებას გეგმავს!