2 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ძალიან ბევრი რამ მოასწრო. ბევრი წარმატება თუ დამარცხება გადაიტანა, ტრავმებიც ბლომად მიიღო, თუმცა, გამოჯანმრთელებაც მალევე მოახერხა, თავის პირად მაჩვენებელს უამრავი გოლი დაუმატა, არაერთი ჟურნალისა თუ გაზეთის გარეკანი დაიპყრო, თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა და რაც მთავარია, მეორე შვილის მამაც გახდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მელანი C ჰეპატიტის სამკურნალო პროცედურებს სხვა 100 მილიონი ადამიანის მსგავსად, უშედეგოდ ელოდებოდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Tour n’ Cure-მა წამოიწყო კამპანია #StopTheWait, რომელიც საჭირო პროცედურების დაჩქარებასა და ადამიანების მყისიერ დახმარებას ისახავს მიზნად. კამპანიაში პირველი სწორედ ლიონელ მესი ჩაერთო და საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილიც მიაწოდა, სპეციალური ვიდეორგოლის საშუალებით.