in

29 თებერვალი – რა მოხდა ექსტრა კალენდარულ დღეს?

29 თებერვალს ექსტრა 4 წლის გახდა და საკუთარ დაბადების დღეზე მომხმარებლების სურვილების ასრულება გადაწყვიტა. მომხმარებლებს 60%-მდე ფასდაკლბები დახვდათ ყველა კატეგორიაში შერჩეულ პროდუქტებზე, რომელიც მათი სურვილების სიის მიხედვით აირჩა.

როგორ დაიგეგმა ექსტრა დღე?

ნაკიანი წელიწადის დამსახურებაა, რომ ექსტრამ დაბადების დღე ექსტრა კალენდარულ დღეს აღნიშნა.

ვფიქრობდით როგორ გაგვეხარებინა ჩვენთან ერთად, ჩვენი მომხმარებლებიც. სურვილების ასრულებაში ჩვენი მერჩანტები დაგვეხმარენ, რომლებთან ერთადაც გრანდიოზული ფასდაკლებები მოვამზადეთ. შევიმუშავეთ მესიჯი – ექსტრა დღე შენი სურვილებისთვის და ყველა პირობა შევქმენით კომფორტული შოპინგისთვის.

ფასდაკლებების გარდა, მომხამრებლებს მოქნილი გადახდის პირობები დავახვედრეთ: დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება მასტერქარდის ბარათით სარგებლობისას, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა, განვადებისა და ნაწილ-ნაწილ გადახდის მოქნილი სისტემა.

რა შედეგი მოიტანა მასშტაბურმა აქციამ?

პირველ რიგში, ემოციები. გახარებული მომხმარებლების გარდა, გუნდშიც განსაკუთრებული ჟრიამული იყო, რადგან ერთად შევძელით რეალური სურვილების ასრულება.

ამ დღეს შევძელით და 6 560-მდე ადამიანის სურვილი ავასრულეთ. დედაქალაქის გარდა, შეკვეთები საქართველოს მსხვილ ქალაქებსა და 90 სოფლამდე ჩავიტანეთ. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა გამოიყენეს ექსპრეს მიტანა, რომელიც 2 თვეა დაგვემატა და მათ 6 კატეგორიაში 35-50 წუთში მიტანას სთავაზობს. შეკვეთების 60% იმ დღესვე მივუტანეთ ადრესატებს, დარჩენილი მსხვილი პროდუქტების მიტანა კი დღესაც გრძელდება.

როგორ შეაფასებთ ექსტრა დღეს?

ამ დღეს ვიგრძენით მომხმარებლებთან ყველაზე ახლოს თავი. კომუნიკაცია ციფრულ არხებში დავიწყეთ, მოვიცვით სოციალური მედია და ბოლოს 4 ქალაქში, 6 საათით უწყვეტად გარე მონიტორები დავფარეთ. გვინდოდა ყველასთვის გვეთქვა, რომ 29 თებერვალი, ექსტრა დღე ექსტრა სურვილებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ.

კიდევ რას ჰპირდება ექსტრა მომხმარებლებს?

ამ დღის მიზანი, დაბადების დღის აღნიშვნის გარდა, კალენდარში ახალი თარიღის შემოტანა იყო. შეიძლება 29 თებერვალი მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არის, მაგრამ ექსტრას გუნდმა გადავწყვიტეთ ამ დღეს ყოველწლიური სახე მივცეთ.

[პარტნიორის კონტენტი]

 

Student Hunt – რა ინსაითებით შეიქმნა ქართული აპლიკაცია, რომელიც GenZ-სა და ბიზნესს მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან

Apple გვაფრთხილებს, არასდროს დავიძინოთ დასატენად შეერთებულ ტელეფონთან ერთად!