გუშინ, ჩვენი დროით 21:00 საათზე Apple-მა წლის პირველი ღონისძიება Spring Loaded ჩაატარა, სადაც თავისი ახალი პროდუქტები წარადგინა. როგორც ჩანს, კომპანია iMac “ყველაფერი ერთში” კომპიუტერების, iPad Pro ტაბლეტებისა და AirTag ტრეკერების განვითარებით იყო დაკავებული. ასევე, განახლდა Apple TV 4K და შეიქმნა iPhone 12-ის განსხვავებული – ღია მეწამული ფერი.
ალბათ, გაუმჯობესებული iMac კომპიუტერი ყველაზე დიდ სიახლეს წარმოადგენს ტექნიკაში – მას ახლავს “ეფლის” საკუთარი M1 ჩიპი, რამაც მოწყობილობა უფრო თხელი გახადა. რაც შეეხება ეკრანს, მისი ზომა 24.5 ინჩამდე გაიზარდა და 1080p გარჩევადობის მქონე FaceTime კამერა აქვს. და რაც ყველაზე მთავარია, მისი ოპერატიული მეხსიერების 16 გიგაბაიტიდან 2 ტერაბაიტამდე კონფიგურაციაა შესაძლებელი.
ახალი iMac-ის ღირებულება $1 299 დოლარს აღწევს და სასურველი ფერების არჩევანი მართლაც დიდია – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, მეწამული, ლურჯი და ვერცხლისფერი.
შემდეგი პროდუქტი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის iPad Pro. ახალი და გაუმჯობესებული მოდელები აღჭურვილია M1 ჩიპით. ამასთან ერთად, მას აქვს 5G კავშირიც და კომპიუტერის მსგავსად, აქაც შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების 16 გიგაბაიტიდან 2 ტერაბაიტამდე კონფიგურაცია.
საგულისხმოა, რომ 12.9 ინჩიანი ვერსია მიიღებს ისეთ განახლებას, რომელიც 11 ინჩიანი მოდელისთვის არ არის ხელმისაწვდომი – ეს არის Liquid Retina XDR ეკრანი, რომელიც მინი-დიოდურ ტექნოლოგიას იყენებს, მეტი სიკაშკაშისთვის. ალბათ, ეს ყველაზე მეტად არტისტებსა და კინემატოგრაფისტებს, გაუმჯობესებული ვიზუალური ხარისხისა და სიზუსტის გამო.
iPad Pro-ს ღირებულება 799 დოლარი იქნება, ხოლო 12,9-იანი ტოპ მოდელის -$1 099.
რაც შეეხება Apple AirTag-ს ეს ყველასათვის ცნობილი ტრეკერია, რომელსაც Find My app Apple-თან ერთად გამოიყენებთ, რათა ნებისმიერი მოწყობილობა იპოვოთ. მისი შეძენა კი, 29 დოლარად შეგეძლებათ.










