13
Apr
2016

რა მოხდება, ძაღლს რომ საკრედიტო ბარათი ჰქონდეს?! – პატარა Dogუმენტური ვიდეო

13 Apr 2016

Elit Electronics


რთულია გაუძლო საკრედიტო ბარათის ცდუნებას. თუმცა, უფრო რთულია, როდესაც ამ ცდუნებას ცუდი შედეგები მოჰყვება. კომპანია Zulu Alpha Kilo-მ გადაწყვიტა ძალიან საინტერესო, განსხვავებული და რაც მთავარია, სახალისო გზით ეჩვენებინა საკრედიტო ბარათების უარყოფითი მხარეები.

 

 

 

მაქსი 8 წლის ავსტრალიური ნაგაზია და მას თავისი საკრედიტო ბარათი აქვს. როგორც ხდება ხოლმე თავიდან წვრილ–წვრილი გასართობი ნივთების ყიდვა დაიწყო. ბოლოს online გამოწერით  ბეწვის ქურქი და ტყავის ქურთუკიც კი შეიძინა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მაქსმა საკრედიტო ბარათის ყველანაირი ლიმიტი ამოწურა და ბანკის იურისტებმაც დაიწყეს გამაფრთხილებელი წერილების გამოგზავნა და გაუთავებელი რეკვა. უეცრად, ძალიან მხიარული, უდარდელი მაქსი საბანკო ვალდებულებებით დამძიმებული და დეპრესიული გახდა.

მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მაქსმა თავისი საკრედიტო ბარათი უკანა ეზოში ღრმად დამარხა და ამ მაცდური ნივთის მარწუხებისგან საბოლოოდ დაიხსნა თავი. როგორც იქნა, მაქსი თავის ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა და ისევ ბედნიერია.

განხილვა