in ,

რა მოხდება, თუ ძრავს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებს დავუმაგრებთ?! – Ford Motors

Ford Motors–მა უჩვეულო სარეკლამო კამპანია შექმნა თავისი ყველაზე ეკონომიური EcoBoost ძრავის გასაცნობად. კომპანიამ ახალი პროდუქტისთვის 3 ვიდეორგოლი გადაიღო, რომლებშიც მონაწილეობას  ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი დოლფ ლუნდგრენი იღებს.

პირველ ვიდეოში დოლფმა EcoBoost–ი სკეიტბორდზე მოათავსა და თავადვე გაისეირნა ახალი უცნაური ტრანსპორტით, რომელმაც 100კმ/სთ–ის განვითარება შეძლო.

 

https://www.youtube.com/watch?v=OsKhXCpp61k

 

მეორე ვიდეორგოლში EcoBoost-ი სპეციალურად შექმნილ ბლენდერს მიუერთეს, რომელიც იმდენად მძლავრი გამოდგა, რომ ხილის კი არა რკინის დაქუცმაცებაც მოახერხა.

 

https://www.youtube.com/watch?v=bkn3x17VnZw

 

ბოლო ვიდეოში კი ძრავი ბურთის სასროლ აპარატთან ერთად გამოიყენეს. როგორც წესი, ეს აპარატი ბურთს 90კმ/სთ სიჩქარით ისვრის, მაგრამ EcoBoost–ის დახმარებით ბურთი 200კმ/სთ–ით გაფრინდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=82&v=0y6uvBfEKfg

ილაპარაკეთ საჭესთან! ილაპარაკეთ! – სოციალური კამპანია საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ

იშაკ ადიზესის გამონათქვამები