in

რა მუშაობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვისვენებთ? ანუ სად შეგვიძლია საახალწლო უქმეებზე წასვლა?

შობა-ახალი წლის დღესასწაულები ოჯახურ ზეიმთან, მეგობრებთან შეხვედრასთან, გართობასა და რა თქმა უნდა, დასვენებასთან ასოცირდება. წელს უქმე დღეები კიდევ უფრო ხანგრძლივია და როგორც იცით, 10 იანვრამდე გრძელდება.

სად შეიძლება წავიდეთ, ან რა მუშაობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვისვენებთ?

საახალწლო სოფელი

საოცრად გადატვირთულ გრაფიკს რადგან დროებით მაინც დავაღწიეთ თავი, ალბათ სჯობს დრო ბავშვებს დავუთმოთ, ახალი წელი ხომ მათ ყველაზე მეტად უხარიათ?! ორბელიანის მოედნიდან „მშრალ ხიდამდე“, თუ ჩაუყვებით, იქიდან კი დედაენის ბაღში გადახვალთ, ნამდვილ საახალწლო ზღაპარში აღმოჩნდებით –  სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ცოცხალი მუსიკა, ქართული სტარტაპებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, პრეზიდენტის სასახლე და მისი ეზო, რომელიც ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის, 22:00 საათამდე, ატრაქციონები ბავშვებისთვის და გასართობი ღონისძიებები – მოკლედ, საახალწლო სოფელში, მთელი ოჯახით ნამდვილად ისიამოვნებთ.

ქალაქის პარკები

ქალაქში სეირნობისთვის, სხვა ალტერნატივაც არის – მზიურის პარკი, ვაკის პარკი, ლისის ტბა – ატრაქციონები ბავშვებისთვის, სასეირნო და გასართობი ადგილები უფროსებისთვის.

თეატრი

სადღესასწაულო დღეებში, განსაკუთრებულ წარმოდგენებს გთავაზობთ თეატრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა ქალაქში, საბავშვო წარმოდგენები დღის 12:00 საათიდან იწყება, უფროსებისათვის განკუთვნილი წარმოდგენები, ტრადიციულად 19:00 ან 20:00-დან.

კინო

პრემიერებსა და საახალწლო ჩვენებებზე შეგიძლიათ, ესტუმროთ კინო-თეატრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მუზეუმი

ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულ კოლექციებს წარმოგიდგენთ მუზეუმები თბილისსა თუ სხვა ქალაქებში. ასე რომ შეგიძლიათ, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ან სულაც მარტო, მაგალითად, ირაკლი ფარჯიანის, ფიროსმანის (ეროვნული გალერეა), ლადო გუდიაშვილის (ლადო გუდიაშვილის საგამოფენო ცენტრი) ნამუშევრები დაათვალიეროთ.

საყიდლები

სადღესასწაულო უქმეებზე, ასევე შეგიძლიათ, დედაქალაქის შესასვლელებში, თუ ცენტრალურ უბნებში მდებარე სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს ეწვიოთ. ტანსაცმლის, აქსესუარების, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიებთან ერთად, აქ კინოთეატრები და გასართობი ცენტრები გელოდებათ.

მთა და თოვლი

კინაღამ გამოგვრჩა მოგზაურობა. სამთო კურორტებზე წასვლას ხომ არ გეგმავთ? ან შეიძლება, კახეთისკენ გაქვთ გეზი აღებული. მოკლედ, სადაც უნდა მიემგზავრებოდეთ, ავტომობილი აუცილებლად გამართული უნდა გქონდეთ. ზამთრის საბურავები რომ უპირობო აუცილებლობაა, ეს ცხადია. გასათვალისწინებელია ზეთი, ანტიფრიზი და რომ იცოდეთ, აკუმულატორიც შესამოწმებელია. საბურავის, თუ ნაწილის შეცვალა ან მანქანის შემოწმება, თუ ბოლომდე მწყობრში მოყვანა დაგჭირდებათ, ყველაზე მარტივი გზას გასწავლით – დრო რომ არ დაკარგოთ და თან სამოგზაუროდ, მშვიდად გაემგზავროთ, შეგიძლიათ, წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი „თეგეტაში“ და  სერვისცენტრს თქვენთვის სასურველ დროს მიაკითხოთ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

ამ უქმეებზე ხომ „თეგეტას“ ყველა ფილიალი ჩვეული გრაფიკით მუშაობს. დასვენების დღე მხოლოდ შობა, 7 იანვარია.

ბედნიერ დასვენებას და შობა – ახალ წელს გისურვებთ!

 

[პარტნიორის კონტენტი]

,,გააცოცხლე შენი კუთხის ტრადიცია“ – იმოგზაურე Europcar Georgia-სთან ერთად

LG’s Tiiun-ის მეშვეობით ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანა სახლის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი