in

Welcome on Board! და რა როლი გაქვს გუნდში?

M2
M2

დაფიქრებულხარ, რეალურად, რა როლი გაქვს გუნდში და არის თუ არა ის სწორად შერჩეული? დავეყრდნობი მოდელს გუნდის დიზაინის თემაზე, რომელსაც ვიზიარებ და ნებისმიერ ეტაპზე, გუნდის შექმნისას ვხემძღვანელობ. ჯერ არაეფექტური გადაწყვეტილება არ მიმიღია. მიმართლებს თუ უბრალოდ სწორად მივყვები „დაწერილ წესებს?“. „დაწერილი“ რჩევები ძალიან კარგად გამოგადგებათ იმისათის, რომ სრულად გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი და გუნდში რეალურად აკეთოთ ის რისი მოწოდებაც გაქვთ! ეს არის წარამტებისაკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი.

ვხელმძღვანელობ ბელბინის მიდგომით

4 განზოგადებული და 8 ზუსტი როლისგან შედგება გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე, მაღალ სტანდარტსა და საუკეთესო შედეგზე.

და რა არის ეს როლები?

ლიდერული როლები

კოორდინატორი – ის, ვინც მართავს სინერგიას და ლიდერულ ფუნქციებს

მძერწავი (ადამიანი, რომელიც მასალას აძლევს სასურველ ფორმას და ქმნის) – ვინც მართავს დრაივს და ურგენტულობას

კრეატიული როლები

ორიგინალური იდეების გენერატორი

რესურსის მომძიებელი – ადამიანი რომელიც ზრუნავს ურთიერთობებზე და საჭირო ქსელზე. (Networking)

„დამსრულებელთა“ როლები

შემფასებლები და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ხალხი-კრიტიკული აზროვნება

თემების დასრულებაზე პასუხისმგებელი და ის ვინც მუდმივად “სწორ ტალღაზე” გვამყოფებს

ორგანიზატორული როლები

გუნდის შემქმნელები – ის ხალხი, ვინც ზრუნავს ჯანსაღ და მამოტივირებელ გარემოზე ჩვენს გუნდში

შემსრულებლები – ისინი ვინც საქმის შესრულებას უზრუნვეყოფენ

და სპეციალისტი

გასაკვირია არა?! კონკრეტული თემის ან სფეროს სპეციალისტი – დავასახელე ცალკე ასე გამოყოფილად. რატომ? – კი, გუნდის ცენტრში უნდა გვყავდეს მაგრამ განსხვავებულად. ის უნდა იყოს გუნდში, მაგრამ სხვა დანარჩენნი უფრო მეტნი და ხარისხიანნი.

პასუხი კითხვაზე, ვინ უნდა მყავდეს გუნდში, გაცემულია, მთავარია ამ რომელზე სწორად შევარჩიოთ ადამიანები და ყველა რგოლი გვყავდეს.

ისე, საინტერესოა, თითოეული ამ როლის უკან როგორი ადამიანის/კადრის პროტოტიპი დგას, რა თვისებები და შესაძლებობები უნდა ჰქონდეს მათ, რათა ამოვიცნოთ?

როლი გუნდში მახასიათებლები ინდივიდუალური ქცევა
კრეატიული – ახალი იდეები ინოვატორი, ადამიანი რომელსაც მუდმივად შეუძლია სხვადასხვა იდეაზე ერთდროულად იფიქროს ადამიანი რომელიც განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. იდეები ექსცენტრიულიც კი შეიძლება იყოს/რადიკალური-მაგრამ ეფექტური
მძერწავი – „მეშოლტე“ ენერგიული, დინამიური, ფეთქებადი  ადვილად შეუძლია ფრუსტრაცია. ორიენტირებულია კონკრეტულ დავალებაზე. ქმნის ურგენტულობას იმისათვის, რომ მიმდინარე თემა დასრულდეს. არ უყვარს დელეგირება რადგან ეშინია რომ დაკარგავს კონტროლს შედეგის ხარისხზე. კრეატიული გუნდის წევრები „აღიზიანებს“ და ასევე ნებისმიერი დედლაინი არის ამოსავალი წერტილი!
კონტროლიორი – ის ვინც გვამონიტორინგებს-კრიტიკული თვალი ენთუზიაზმი – მცირე, იცის მხოლოდ კრიტიკა, მაგრამ ეს საჭიროა! დაკვირვებული, აკურატული და თუნდაც ნელი, ბევრს ფიქრობს და აანალიზებს პროცესებს.
სპეციალისტი – ექსპერტი იცის ტექნიკური საკითხები, რა უნდა გაკეთდეს, პატივსაცემი კარგად ერკვევა იმ თემაში, რასაც გუნდი ახორციელებს.
შემსრულებელი (გუნდის კბილები) ის ვინც ბევრს მიაღწევს. ორგანიზებული, დისციპლინირებული, სანდო! კარგად ორგანიზებული, ეფექტიანი, უყვარს სტრუქტურირებულად მოქმედება და თუ უცებ იცვლება გეგმები, მის მსგავს ხალს  შესაძლოა არ მოეწონოთ.
გუნდური – ეხმარება გუნდს ეფექტურ მუშაობაში მოქნილი, სოციალური, ზრუნავს გუნდის სხვა წევრების წარმატებასა და კარგად ყოფნაზე. დიპლომატიისა და მაღალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებლის მქონე. ადვილად ადაპტირდება ცვლილებების დროს, „ზეთი“ იმისათვის, რომ გუნდმა უპრობლემოდ იმუშაოს. ხშირად ისინი არიან გუნდის ლიდერები.
კოორდინატორი – გუნდი მუშაობს ერთად და ის უზრუნველყოფს ამას! იყენებს ყველას ტალანტს! დარწმნებული თავის შესაძლებლობებში და უკვე პროფესიონალი, ჩამოყალიბებული. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგანახოს, რატომ უნდა ვიმუშაოთ ერთ გუნდად. კარგად იცის დელეგირება. ზრუნავს სხვების განვითარებაზე. პატივისცემას იმსახურებს სხვა გუნდს წევრებისგან და ძირითადად, ისინი -კოორდინატორები მართავენ გუნდს. ბუნებრივი ლიდერები.
რესურსის მომძიებელი -იცის როგორ და სად ვეძებთ რესურსებს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მცოდნე. კარგად შეუძლია სხვისი იდეა განავითაროს და წარმატებით შეარულოს.

და რა როლი გაქვთ თქვენ გუნდში?

ავტორი: ნინო ჭედია

წყარო: Belbin, R. (1993). Team roles at work. Oxford: Butterworth-Heinemann.

მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო, მეზღვაური ჯორჯ მენდოზა გარდაიცვალა 

საბავშვო ნაქსოვი პლედები – “თბილიჰობი”