in

„რა? სად? როდის?“ – ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის წევრებისთვის 

20 ივნისს კოჯორში, „ველნეს რესორტ ბიოლში” გაყიდვების ასოციაციის წევრებისთვის  დახურული ღონისძიება – „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

„რა? სად? როდის?“ თამაშს გიორგი მოსიძე და მისი გუნდი უძღვებოდნენ. გაყიდვების ასოციაციის წევრები გუნდებად იყვნენ დაყოფილები და ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალურ შეჯიბრში. გამარჯვებული გუნდი გახდა PERI, ღონისძიების სპონსორის, კომპანია „ციტადელის“ მიერ დაკომპლექტებული სპეციალური გუნდი.

გაყიდვების ასოციაციამ ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა, რამაც თითოეულ ჩვენგანს შეგვძინა ძალიან ბევრი კონტაქტი, საყვარელი ადამიანი როგორც ბიზნესის კუთხით, ისე საურთიერთოდ. ყველაფერი, რაც აქ კეთდება, ემსახურება როგორც ჩვენს პირად, ასევე ჩვენი ბიზნესის განვითარებას“, – გიორგი მიქაცაძე, კომპანია IT Craft-ის დამფუძნებელი და დირექტორი, გაყიდვების ასოციაციის წევრი.

ღონისძიების სპონსორი იყო კომპანია „ჯეოსოფტი”, რომელიც 2018 წლიდან წარმოადგენს Google Cloud-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. ჯეოსოფტმა „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად Google TV გადასცა.

„ჯეოსოფტის” გარდა ღონისძიების სპონსორი იყო, ასევე, სარეკლამო კომპანია ედვაიზი, რომელიც ქართულ ბაზარზე ბეჭდვის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, კომპანია ედვაიზმა გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცა საგზური ლოპოტაზე.

ღონისძიების სპონსორი იყო კომპანია ციტადელიც, რომელიც 2011 წლიდან იკავებს მნიშვნელოვან ადგილს სამშენებლო მასალების ბაზარზე.

ასოციაციის წევრებს კომპანია „სარაჯიშვილი” გაუმასპინძლდა.

„გაყიდვების ასოციაციის“ მიზანია, წევრებმა გაიცნონ საინტერესო ადამიანები, გააზიარონ დაგროვილი ცოდნა, აიმაღლონ ცნობადობა და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც წევრების დაპარტნიორებას და საინტერესო, საქმიანი კავშირების შეძენას უწყობს ხელს.

[R]

საცხენოსნო აქსესუარებიდან მრავალმილიარდიან მოდურ ბრენდამდე!

სამსუნგის WindFree კონდიციონერი – გრილი. ჩუმი. ენერგოეფექტური