in ,

რა საერთო აქვთ ლედი გაგასა და იოჰან სებასტიან ბახს?! ანუ როგორ გავუწიოთ პოპულარიზაცია კლასიკურ მუსიკას

გაინტერესებთ კლასიკა, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ?! რადიოსადგურმა Klara თავის უცნაურ ექსპერიმენტში კიდევ არაერთი, რადიკალურად განსხვავებული მომღერალი და მუსიკოსი დააკავშირა. Klara–ს ეს აქტივობა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

წარმოგიდგენთ Klarafy–ს. ეს ახალი მუსიკალური პროგრამაა, რომელიც მელომანებს ამ ჟანრს სულ სხვა თვალით დაანახებს. პირადი Playlist–ის ანალიზით, პროგრამა საყვარელ სიმღერებს მსგავს კლასიკურ ნაწარმოებებს უკავშირებს, თან გიხსნით, თუ რით გვანან ისინი ერთმანეთს.

გარდა ამისა, Klarafy-ი თქვენი Playlist–ის ხასიათს განსაზღვრავს. თუ რჩეული სიმღერები შედარებით სევდიანი ხასიათისაა, მაშინ პროგრამა ამავე განწყობის კლასიკურ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

დავუბრუნდეთ ლედი გაგასა და ბახს. თუ პროგრამა თქვენს კრებულში “Bad Romance”–ს აღმოაჩენს ის აუცილებლად გირჩევთ მოუსმინოთ ბახის “The Well-Tempered Clavier I”, სწორედ იმიტომ, რომ გაგამ ბახის ელემენტები თავის სიმღერაში გამოიყენა.

 

პროგრამის შექმნისას რადიოსადგურმა მუსიკალური ყველა რესურსი გამოიყენა, რაც ინტერნეტში არსებობდა. თუმცა, ყველაზე რთული სამუშაო მაინც ხელით შესრულდა. მუსიკათმცოდნეები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ სისტემის შექმნაზე, მუსიკების დაკავშირებასა და მათ შორის მსგავსებების აღმოჩენაზე.

სპორტის სიყვარული ბავშვობიდან იწყება – Gatorade-ს სამოტივაციო ვიდეო ჩემპიონებისთვის

ენის შესწავლის ქვეცნობიერი მეთოდი Langenscheidt–ისგან