in

რა სჭირდება კარგ რეკლამას? — 60-70-იანი წლების „გაკვეთილი“

რეკლამის ოქროს ხანად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ასახელებენ, როდესაც ტელევიზორები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის; ბეჭდური გამოცემები კი ინფორმაციის მთავარი წყაროს ფუნქციას ინარჩუნებდა. ასე ვთქვათ, მისაღებ ოთახში ტელევიზორის ქონა ერთ-ერთ ყველაზე გასართობ აქტივობას წარმოადგენდა — ამიტომაც, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ახალ მედიუმზე მორგებული ტალღა წამოიწყეს…

ამ სარეკლამო ოქროს ხანას საკმაოდ კარგი პერსპექტივა ჰქონდა — 50-60-იან წლებში რამდენიმე ყველაზე საკულტო კამპანია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია თავისი დროის პროდუქტი იყო (AMC-ის სერიალი Mad Men ვითარდება 1960-იან წლებში), ბრენდებს თამამი შემოქმედებითი ინდივიდები ხელმძღვანელობდნენ. მათ აქამდე არსებული საზღვრები გადალახეს და განსხვავებულად მიუდგნენ ნივთების გაყიდვის ხელოვნებას.

უბრალოდ, 70-იან წლებში უკვე ბიზნესმენებმა დაიწყეს თავიანთი წრიული სქემების დანერგვა და სამეცნიერო თეორიებით ბრენდის პოზიციონირების შესახებ. შეიძლება ითქვას, სტრატეგიამ შეცვალა შემოქმედება… „რაც უფრო ინტელექტუალური ხარ, მით უფრო კარგავ იმ დიდ ინტუიციურ უნარებს, რომლებიც კარგ რეკლამას სჭირდება და ნამდვილად აღძრავს ემოციებს“, — ამბობდა უილიამ ბერნახი, ცნობილი ამერიკელი კრეატივ დირექტორი.

Ogilvy-ისა და Mather-ის იმდროინდელმა კრეატივ დირექტორმა, ნორმან ბერიმ, შესანიშნავად ასახა ის განცდა, რომელიც სარეკლამო სააგენტოებში შავ ლაქად გავრცელდა: „შეძრწუნებული ვარ იმით, ვინც რეკლამას მხოლოდ გაყიდვების ჭრილში აფასებს. ეს საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, რეკლამამ უნდა გაყიდოს. ნებისმიერი განმარტებით, ასე თუ არ მოხდება, ესე იგი, ცუდი რეკლამაა. მაგრამ თუ ეს გაყიდვები უგემოვნო ან მეტისმეტად „ინტელექტუალურად ნაგავი“ სამუშაოთი მიიღწევა, მოსაწონი არაფერია. შეურაცხმყოფელი, მოსაწყენი, აბრაზიული, სულელური რეკლამა ცუდია მთელი ინდუსტრიისთვის და ცუდია მთლიანად ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ იკლებს საზოგადოების აღქმა რეკლამის შესახებ“.

WJ Agency-ის სტრატეგიული დირექტორის აზრით, ბევრი სარეკლამო სააგენტო ახლაც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. მისი თქმით, რეკლამები ღირებულ იდეებს უნდა ეფუძნებოდეს და გაყიდვებიც ავტომატურად მოვა, რადგან „სინამდვილე ყველაზე მეტად ყიდის“.

პროკრედიტ ბანკი, EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, ქართული კომპანიების დაფინანსებას კიდევ უფრო აძლიერებს

„საუკეთესო წინ არის“ — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი?