in

რა შეეძლება GPT-4 მოდელს? — ის მომდევნო კვირაში ამოქმედდება

როდესაც ასპარეზზე ChatGPT გამოჩნდა, საზოგადოება იმაზე მეტად დაინტერესდა ხელოვნური ინტელექტით, ვიდრე გასული წლების განმავლობაში. ალბათ, ეს იმიტომ, რომ პროგრამა ჩვენი ყოველდღიური საქმეების გამარტივებას და კომფორტს შეეხო: თეზისების, სცენარის და ესეების წერას; საძიებო სისტემის როლიც კი შეითავსა. ახლა კი OpenAI-იმ განახლებულ ვერსიაზე ისაუბრა, მულტიმოდალურ სისტემაზე, რომელსაც ტექსტთან ერთად ვიზუალური კონტენტთან მუშაობაც შეეძლება. 

როგორც ანდრეას ბრაუნი, Microsoft-ის ტექნოლოგიების მთავარი ხელმძღვანელი, ამბობს, განახლებული AI ხელსაწყო მომდევნო კვირიდან ამოქმედდება — თანაც, სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით. უფრო კონკრეტულად, GPT-4 შეძლებს, ტექსტური და ვიზუალური კონტენტის დამუშავებას.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის განცხადებით, GPT-4-ს „ყველა ენის“ მხარდაჭერა ექნება. მაგალითად, ბრაუნის თქმით, შეგვეძლება, მოდელს გერმანულად დავუსვათ შეკითხვა, მან კი იტალიურად გვიპასუხოს.

ნაყინის ბრენდით გამოხატული სამოქალაქო აქტივიზმი

მივიწყებული ბრენდი Campa Cola კვლავ გამოჩნდა — 1970-იანი წლების გაზიანი სასმელი