წელს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა — მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსს ჯერ ვერ მიაღწიეს, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ალფას ბოლო თაობა სწორედ 2024 წელს დაიბადება… ლინკდინსაც თუ გადავხედავთ, მარკეტერების პოსტები თაობა ალფაზეა ფოკუსირებული და არა, თაობა ზეტზე. არსებობს მიზეზიც, რის გამოც თაობებს შორის არსებული განსხვავებების დასადგენად ამდენ ძალისხმევას ხარჯავენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი პროგნოზირება საკმაოდ დიდ ბიზნესად შეიძლება იქცეს. ამგვარად, ჩნდება კითხვებიც — რა გველის? როგორ შეიცვლება დემოგრაფია ან თაობათა მოთხოვნები? პასუხებს ინდუსტრიის ექსპერტები გვთავაზობენ:
შელინა ტაკი, PMG-ის სტრატეგიებისა და ინსაითების ხელმძღვანელი: ყურადღების ნაკლებობა ყველგან პრობლემაა, მილენიალებისა და თაობა ზეტის შემთხვევაში, კვლავ დავინახავთ ცვლილებას ცხოვრებისა თუ მოხმარების კუთხით, ისინი იმ ბრენდებს მიანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც კონკრეტულ ღირებულებებს იზიარებენ. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ აუდიტორია ეცდება, უფრო გაიაზროს თუ ვის მიჰყვება სოციალურ მედიაში და იმ ბრენდებს აირჩევს, რომლებიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ამგვარად, ბრენდები უნდა ფოკუსირდნენ განზრახვაზე და არა, ყურადღების მიპყრობაზე, როცა დაგეგმავენ, სად ან როგორ გამოჩნდნენ ან როგორ წარმოაჩინონ თავიანთი ღირებულებები. გამომდინარე იქიდან, რომ ყურადღების დეფიციტია, ნებისმიერ ურთიერთქმედებას უნდა ჰქონდეს რაღაც აზრი…
უეს მორტონი Creativ Strategies-დან: 2024 რეკლამის განმთავსებლების, მედიის ხელმძღვანელებისა და საზოგადოების წელი იქნება, რომელიც სრულად გადავა ციფრულ სამყაროში. მოსალოდნელია, რომ ძირითადი მედია საშუალებებიც თავიანთ ჰოლდინგებს ახალ და ძველ მედიად დაყოფენ, ამ უკანასკნელში კი კაბელური, სამაუწყებლო, რადიო და ბეჭდური მედია შედის.
ფრედიანი იანელი, RocketMill-ის სტრატეგიული ხელმძღვანელი: დრო სჭირდება და დემოგრაფიული ბარიერები დაიმსხვრევა. დიდი ხნის მანძილზე კონკრეტულ არხებს კონკრეტულ დემოგრაფიას მივაწერდით, მაგალითად თაობა ზეტს ტიკტოკს, ბუმერებს ტელევიზიას… თუმცა რეალობა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა თითქმის ყველა პლატფორმაზე გვხვდება. სტერეოტიპებს უნდა გავცდეთ, გავაკეთოთ სწორი სეგმენტაცია და კვლევა.
ლისა გრამლინგი, Momentum Worldwide-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: შესაძლოა, უმრავლესობა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყოს იმისათვის, რომ ლეგალურად შექმნან სოც.მედია ანგარიშები, მაგრამ ამას ალფა თაობისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ „მხარჯველები“ გამხდარიყვნენ. მართალია, მათი ხარჯები ძირითადად მშობლების მეშვეობით ხდება, მაგრამ ისინი გვიმტკიცებენ, რომ 2024 წელს 1 ტრილიონი დოლარი და 2029 წლისთვის გლობალურად პროგნოზირებული 1.7 ტრილიონი დოლარი საფუძველს მოკლებული არ არის. შესაბამისად, ალფას გავლენის გაზრდასაც უნდა ველოდეთ…
ნილ ჰოპკინსი, M&C Saatchi Sport & Entertainment-ის სტრატეგიული პარტნიორი: მომავალში დავშორდებით იმას, რაც მომხმარებლებს რეალობის დანახვაში ხელს უშლით. ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ბრენდებსა და ადამიანებს თავიანთი მისწრაფებების მიხედვით, იმ საკითხების, რომლებსაც გულშემატკივრობენ და დავინახავთ რევოლუციას, რომელიც სპორტისა და გართობის სფეროებში ფანებთან ურთიერთობებში მოხდება — გულშემატკივრობის ტრადიციულ გაგებას დავშორდებით და სპორტსა თუ გართობის ინდუსტრიაში სუბკულტურები წამოიწევს წინ.
ლუსი პორტერი, PrettyGreen-ის სტრატეგიული პარტნიორი: გასულ კვირას 2024 წლის მომხმარებელთა ქცევის კვლევა გამოქვეყნდა, რომელმაც, მოულოდნელად, ერთი ქცევითი ტრენდი გამოავლინა — მოზარდებს სურთ, მონაწილეობა მიიღონ აქტიურ ღონისძიებებში, იქნება ეს სირბილის მარათონები თუ სხვა რამ. საინტერესოა ისიც, რომ ყოველი 5-დან ერთმა თავისუფალი დროის გატარებისთვის სასურველ აქტივობებად სხეულისა თუ გონების განვითარების ქმედებები დაასახელა, იქნება ეს ახალი რაღაცების სწავლა, შემოქმედებით პროცესში ჩართვა თუ კეთილდღეობის გაუმჯობესება.