ინვესტორების თანხის, სატელევიზიო უფლებებისა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული ფინანსური ნაკადების გარდა, საფეხბურთო ინდუსტრიაში შემოსავლების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროს სათამაშო ფორმებზე განთავსებული სპონსორები წარმოადგენს. დღეს იტალიის სერია ა-ს შესახებ მოგიყვებით. ჩემპიონატში კლუბებს მაისურებზე სპონსორების ლოგოს განსათავსებლად 4 ზონა აქვთ გამოყოფილი, გათამაშების რეგულაციით ყველა სასპონსორო ზონა ათვისებადია და შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროს და ინდუსტრიის წარმომადგენლის განთავსება, გარდა აზარტული თამაშებისა, დიახ, სწორად წაიკითხეთ, სერია ა-ს და კლუბების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში აზარტული თამაშების წარმომადგენლების რეკლამირება გასული სეზონიდან აიკრძალა.
რა თანხებს გამოიმუშავებენ კლუბები? წლევანდელ სეზონში 20-მა კლუბმა ჯამში 168.7 მილიონი ევროს აკუმულირება მოახდინა. ყველაზე დიდი თანხა ტურინის „იუვენტუსმა“ მიიღო, ყველაზე ნაკლები კი რომის „ლაციომ“ – ის ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მაისურზე სატიტულო სპონსორი არ ყავს.
გაგაცნობთ თითოეულ კლუბს, მათ წლევანდელ სპონსორებს და ამ გარიგებით შემოსულ თანხებს.
„იუვენტუსი“
სპონსორი – JEEP
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 48 მილიონი ევრო

„ფიორენტინა“
სპონსორი – Mediactom
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 26.2 მილიონი ევრო

„სასუოლო“
სპონსორი – Mapei
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 18 მილიონი ევრო
„რომა“
სპონსორი – Qatar Airways
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 16 მილიონი ევრო

„ინტერი“
სპონსორი – Pirelli
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 11 მილიონი ევრო

„მილანი“
სპონსორი – Emirates
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 10 მილიონი ევრო

„ნაპოლი“
სპონსორი – Lete, Msc
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 9 მილიონი ევრო
„ატალანტა“
სპონსორი – Plus500
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 7 მილიონი ევრო
„ტორინო“
სპონსორი – Suzuki
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 5 მილიონი ევრო

„კალიარი“
სპონსორი –Regione Sardegna
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 4 მილიონი ევრო
„ბოლონია“
სპონსორი –Facile Ristrutturare
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 2.5 მილიონი ევრო
„უდინეზე“
სპონსორი –Dacia
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 2.2 მილიონი ევრო
„პარმა“
სპონსორი –Cetilar
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 2.1 მილიონი ევრო
„ვერონა“
სპონსორი –Sinergy
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 1.5 მილიონი ევრო
„ჯენოა“
სპონსორი –Banca Sistema
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 1.5 მილიონი ევრო
„ბენევენტო“
სპონსორი –IVPC
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 1.5 მილიონი ევრო
„სამპდორია“
სპონსორი – Very Mobile
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 1 მილიონი ევრო
„კროტონე“
სპონსორი –San Vincenzo
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 1 მილიონი ევრო
„სპეცია“
სპონსორი –TEN
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 0.7 მილიონი ევრო
„ლაციო“
სპონსორი –ლაციოს 1 სპონსორი ყავს, ისიც მაისურის მკლავის ნაწილზე – Frecciarossa
სასპონსორო კონტრაქტის ღირებულება – 0.5 მილიონი ევრო
საინტერესო დეტალია და აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ „იუვენტუსის“ , „სასუოლოს“ და „ფიორენტინას“ სპონსორები წარმოადგენენ კლუბის მფლობელობაში მყოფ მათივე კომპანიებს, ანუ აქ საქმე გვაქვს „ავტო სპონსორობასთან“, რომელიც იტალიაში ხშირად გახდა განხილვის საგანი, თუმცა აღნიშნული ქმედება არანაირ წესს და რეგულაციას არ ეწინააღმდეგება. ასევე დაახლოებით თანხების და სხვა ჩემპიონატების ტოპ კლუბების სასპონსორო კონტრაქტებთან პარალელი რომ გავავლოთ, მაგალითად მადრიდის რეალი მაისურის სპონსორებისგან წლიურად 200 მილიონ ევროს იღებს. 120 მილიონი ევრო „ადიდასის“ საკონტრაქტო ვალდებულებაა, სამეფო კლუბი 80 მილიონ ევროს მთავარი სატიტულო სპონსორისგან (Fly Emirates) იღებს.









