28
Jun
2017

ვინ უფრო საშიშია, ზვიგენი თუ ადამიანი? – კამპანია მტაცებელი ბინადრების დასაცავად

28 Jun 2017

კობი
კობი


რა უფრო სახიფათოა, ოკეანეში ზვიგენები თუ თავად ადამიანები? უცნაური კითხვაა და ბევრისთვის პასუხი ალბათ ოკეანის მტაცებელი ბინადარია, რომელსაც სისხლის სუნზე მაშინვე სასტიკი ინსტინქტები უაქტიურდება. თუმცა, რამდენად შეესაბამება მსგავსი მოსაზრება რეალობას, ამაზე ალბათ ყველაზე ობიექტურ პასუხს უშუალოდ ის ადამიანები გაგვცემენ, ვინც თავად გამოსცადეს ზვიგენის მოქმედება რეალურ ცხოვრებაში და მისი კბილების სიმწარეც იგემეს. ლიზა, მაიკი და პოლი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ზვიგენის თავდასხმის გამო საკმაოდ დიდი ტრავმები მიიღეს და კიდურების გარეშეც კი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, დღეს ისინი ერთობლივად ზვიგენების გადასარჩენად იბრძვიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ამ მტაცებლებზე მეტად ოკეანის დაკარგვის ეშინიათ. ვისთვის სახიფათო, ზოგისთვის კი სასარგებლო ზვიგენი არამხოლოდ ძვირადღირებული კერძია, არამედ ოკეანის ის აუცილებელი ბინადარია, რომელიც წყალქვეშა სამყაროში ბალანსს იცავს. ყოველწლიურად, ათასობით ზვიგენი ეწირება რესტორნის მენიუს გამდიდრებას, ამ დროს კი ოკეანეს საოცრად დიდი საფრთხე ექმნება. კომპანია Costa Sunglasses-ი აქტიურად ჩაერთო მათი გადარჩენის პროცესში და საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად კამპანიაც წამოიწყო, რომლის მიზანიც საჭირო თანხების შეგროვება და ამ ბინადრების გადარჩენაა.

განხილვა