in

რა უფრო სახიფათოა ბავშვისთვის, ველოსიპედიდან გადმოვარდნით მიღებული ტრავმა, თუ ტექნიკის მოხმარება?!

რა უფრო საგანგაშოა მშობლებისთვის, შვილის ეზოში თამაშის დროს მიღებული მსუბუქი ტრავმა, თუ სახლში მშვიდად კომპიუტერთან ან სმარტფონთან ხანგრძლივი დროით ჯდომა? სამწუხაროდ, ხშირად ამ ორ შემთხვევას შორის რისკების სათანადოდ შეფასება არასწორად ხდება ხოლმე. ველოსიპედიდან გადმოვარდნა ან თუნდაც დაჭერობანას დროს მუხლის დაზიანება, ალბათ ბევრი ადამიანის არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებაა. თუმცა, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, ის გაცილებით უფრო ნაკლები ზიანის მომტანი ყოფილა. კარდიოლოგიის ფრანგულმა ცენტრმა თავისი ახალი ვიდეორგოლით მშობლებს იმ ზიანის შესახებ შეახსენა, რაც ტექნიკასთან დიდი დროით კონტაქტს მოაქვს. ყველაზე გავრცელებულ ზიანს, გამოსხივებასა და მხედველობაზე ზეგავლენას რომ თავი დავანებოთ, დიდი დროით ტექნიკასთან ურთიერთობა 5–17 წლამდე მოზარდებში აქტიურობის შემცირებას იწვევს, რასაც საბოლოო ჯამში, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის 25%–ით დაქვეითებამდე მივყავართ.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=41&v=J06TyDBWvRs

„საჭირო დროს, საჭირო ადგილას“ – თორნიკე ასათიანის ისტორია

მამაკაცის საცვლები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა – კევინ ჰარტი Tommy John–ის კამპანიაში