in

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ თანამშრომლის კარეირული პაუზის ნორმალიზებისთვის?

ამ მხრივ საგულისხმოა “სამსახურში დაბრუნების” პროგრამების განხორციელება

მარტის ბოლოს LinkedIn-მა პროფილის შექმნის მენიუში შეტანილი ცვლილების შესახებ განაცხადა – ახლა ის “Stay at Home Parent”-სა და სხვა აღნიშვნებს მოიცავს, იმის საჩვენებლად, რომ ვიღაც ტრადიციული სამუშაო გარემოსგან შორს იმყოფება. ამ ნაბიჯის განხორციელება ბოლოდროინდელი კრიტიკის შედეგია იმასთან დაკავშირებით, რომ ქსელური პლატფორმის ზოგიერთი მოთხოვნა ზედმეტად “გულგრილია” იმ ხალხის მიმართ, ვინც ანაზღაურებადი სამსახურიდან დროებით პაუზას იღებს. ეს საკითხი ყველაზე აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პანდემიური წლის განმავლობაში ორ მილიონზე მეტი ქალი დარჩა უმუშევარი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კომპანიის ეს გადაწყვეტილება უზარმაზარი ნაბიჯია დასაქმებაში შესვენების ნორმალიზებისკენ, როგორც კარიერული გზის თანმდევი ნაწილისა.  ის ძალიან მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც რეზიუმეში არსებული ხარვეზების ახსნას ცდილობენ. ამ მხრივ LinkedIn მსოფლიოში არბიტრი გახდა – ის საჯაროდ ცნობს და ადასტურებს კარიერაში პაუზის აღების გადაწყვეტილებას და შემდგომ კვლავ პროფესიულ სამყაროში დაბრუნებას.

iRelaunch-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ქეროლ ფიშმენ კოენი თავის გამოცდილებას იხსენებს, როდესაც პროფესიონალებს დროებითი პაუზის შემდეგ კვლავ საქმეში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში ეხმარებოდა. პროგრამების უმეტესობა, რომლებსაც ასეთ ადამიანებს სთავაზობდნენ, ე. წ. “დასაბრუნებელ სამუშაოებს” წარმოადგენდა. ეს იყო სტრუქტუირებული ფასიანი სტაჟირების მსგავსი გამოცდილება, რომელიც სწავლებასა და დაგეგმარებას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კომპანია ამავე პრინციპით მოქმედებს, თუმცა მოკლევადიანი სტაჟირების ნაცვალდ პირდაპირ აჰყავს თანამშრომლები.

ზემოთხსენებული პროგრამები უოლ სტრიტზე თითქმის 20 წლის წინ დაიწყო, როგორც გენდერული დისბალანსის გამოსწორების შესაძლებლობა. 2014 წლის ბოლოსთვის უოლ სტრიტიმა და ფინანსური სერვისების ხუთმა წამყვანმა კომპანიამ “სამსახურში დაბრუნების” პროგრამები ჩამოაყალიბა. 2015 წლისთვის კი, STEM Reentry Task Force-ის სახით ტექნიკური სექტორი ამოქმედდა.

შემდეგი ნაბიჯი ამ პროგრამების უკეთ პოპულარიზაციასა და კატეგორიზაციას მოიცავს. საჭიროა, LinkedIn-ის მსგავსად, შესაბამისი აღნიშვნა დასაქმების სხვა პლატფორმებზეც იქნას გამოყენებული. ეს ცვლილება “სამსახურში დაბრუნების” პროგრამების მიღებასა თუ აღიარებას გაუსვამს ხაზს და რა თქმა უნდა, თავიდან აგარიდებთ გაურკვევლობას – წინასწარ გეცოდინებათ, ვისზეა ვაკანსია გათვლილი.

ეს არის ის, რაც დამსაქმებლებს უნდა მოთხოვოთ – თუ თქვენ სამსახურში დაბრუნების პროგრამით სარგებლობას აპირებთ, ან თავად ხელმძღვანელობთ ასეთ პროგრამებს, აუცილებლად გჭირდებათ იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც ონლაინ ვაკანსიების პლატფორმას მართავს. ყოველმა მათგანმა ჩამონათვალში “სამსახურში დაბრუნების” კატეგორია უნდა დაამატოს. თავის მხრივ, ეს ცვლილება კიდევ უფრო გაამყარებს კარიერული პაუზის ნორმალიზაციას.

წყარო: HBR



საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მედიაპარტნიორი „თვიჩი“ გახდა

„აჭარაბეთი“ ტექბოლის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა