in

რა უნდა იცოდეთ, როდესაც ფოტოგრაფის დაქირავება გჭირდებათ?

ფოტოსესიისთვის შესაფერისი ფოტოგრაფის პოვნა რთულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბრენდინგის თემას. ბუნებრივია, გინდათ, რომ გადაღება გამოჩნდეს და მისცეს თქვენს ბრენდს ისეთი რამ, რაც ვიზუალურად ეხმიანება მომხმარებლებს. ამჯერად, ვისაუბროთ ფოტოგრაფის პოვნაზე, იქნება Lifestyle-ის, მოძრაობის თუ პროდუქტის გადასაღებად.

კარგი ფოტოგრაფი უნდა იყოს ბრენდის კურატორი. კრეატიულობის მთავარი გასაღები თანამშრომლობაა. არ არსებობს მხოლოდ ერთი გენიოსი, რომელიც აცოცხლებს მთელ სიტუაციას, არ არსებობს კომპოზიტორი, რომელიც მარტო წერს კლასიკურ ალბომს, ან მწერალი, რომელიც რედაქტორის გარეშე ჯადოქრობს. ეს პროცესი გუნდურ ჩართულობას საჭიროებს.

ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში ყველა პიქსელი მომართული უნდა იყოს შეფუთვის დიზაინზე, ტიპოგრაფიაზე, ქოფიზე, ფოტოებზე… ბრენდის შესახებ პირველად ინფორმაციას, ხშირად, ინტერნეტით, სოციალური მედიით ან რეკლამით ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის პროდუქტის ვიზუალური მიმზიდველობა უმთავრესი და პროფესიონალური ფოტოგრაფია გადამწყვეტია ასეთ დროს.

ევოლუციური თვალსაზრისით, სიახლის გაცნობა კომფორტთან არის დაკავშირებული. როცა რაიმეზე ინფორმაცია გაქვთ, ის ნაკლებად გამოიწვევს დისკომფორტს. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ბედნიერება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ რამეს ვიცნობთ (მაგ. მუსიკის ჟანრები, საკვების ტიპები, აქტივობები, ქვეყნები).

ფოტოგრაფთან მუშაობა ყველასთვის ინდივიდუალური პროცესია. მაგალითად, 15-წლიანი გამოცდილების მქონე მაიკლ მეისი, ჩიკაგოში Maes Studio-ს დამფუძნებელია. ის მუშაობდა უამრავი კომპანიისთვის, მაკდონალდითა და ჯეკ დენიელსით დაწყებული Modelo-სა და Coca-Cola-ს ჩათვლით და პროფუქტის საინტერესო ფოტოსერია შექმნა.

მისი თქმით, პროექტების წარმატება კოლაბორაციის დამსახურება იყო: „ვფიქრობ, ეს იყო ჩემი, კვების სტილისტისა და რეკვიზიტის სტილისტის თანამშრომლობის შედეგი. სამივე ერთად ვმუშაობდით შესანიშნავი ნამუშევრების შესაქმნელად. მე მიყვარს ეს თანამშრომლობა. როდესაც გუნდში დაამატებთ არტ დირექტორს ან დიზაინერს, ეს არის კიდევ ერთი დიდი პლუსი, რომელიც მოქმედებს შედეგზე. როცა გუნდურად ვმუშაობთ, ერთად რაღაც ლამაზს აუცილებლად მოვიფიქრებთ.“

ფოტოგრაფს უნდა შეეძლოს ბრენდის იდეის თარგმნა, დაეხმაროს ბრენდს ახალი იდეებით, თუ როგორ შეუძლია კომპანიას პროდუქციის რეალიზება. თქვენ არ უნდა თქვათ მხოლოდ ის, თუ სად იდგება განათება. მთელი პროცესი თავად უნდა დაგეგმოთ და იყოთ მისი შემოქმედი. ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის აუცილებელია კომფორტული თანამშრომლობა. ამიტომ ბრენდმა უნდა იპოვნოს ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ამ საქმით და სურს იყოს გუნდის ნაწილი.

თხრობის მნიშვნელობა

ინსტაგრამზე უამრავ კარგ ფოტოს ნახავთ, რაც გიბიძგებთ, შეჩერდეთ და დააკვირდეთ. ასეთ კადრს ყოველთვის აქვს თხრობის რაღაც ელემენტი. როდესაც საქმე პროდუქტის ფოტოგრაფიას ეხება, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტზეა საუბარი – ბურბონი თუ გამაჯანსაღებელი მასაჟორი, მთავარია ის, თუ რას ჰყვებით ფოტოებით.

როდესაც საქმე საკვების გადაღებას ეხება, მნიშვნელოვანია ბუნებრივობა. ეს შეიძლება გამოხატო წვეთებში, ქილებსა და ბოთლებზე დაორთქლილ ზედაპირებში, წყლის წვეთებში, შხეფებში, ყველაფერ იმაში, რაც ბუნებრივობას გვაჩვენებს. მცირე ტექსტურები, წვეთები და შხეფები რეალიზმს მატებს ფოტოს. მთლიანობაში, პროდუქტისა და საკვების ფოტოგრაფიას უნდა შეეძლოს გადმოსცეს ემოცია, აღძრას განცდები მის მნახველში, გააძლიეროს ბრენდის წარმოსახვა, გააჩინოს მასთან შეხების სურვილი.

ბრენდის კომუნიკაციისას ყოველთვის აირჩიეთ ფოტოგრაფია, სხვა ვიზუალების პარალელურად. უბრალო ან ცუდი ფოტოს ყურებისას, ყოველთვის ხვდებით, რომ რაღაც არ მოგწონთ. შეიძლება ვერ დაასახელოთ, კონკრეტულად, რა არ გესიამოვნათ, მაგრამ როცა განათება აკლია ან საკვებს აქვს ბრტყელი და პლასტმასური შეხედულება, როგორც დაფაზე დაკრულ პიცას, ეს არცერთი ბიზნესისთვის არაა სასურველი. შესაძლოა, კარგი კამერის გამო დაუძახოთ მეგობარს ან შეღავათიანად გააკეთოთ ფოტოგადაღება, მაგრამ საბოლოო ჯამში წააგებთ, რადგან არ გექნებათ კარგი გამოხმაურება.

ფოტოგრაფია ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა როგორც ძველი, ასევე ახალგაზრდა ბრენდებისთვის. თქვენ გჭირდებათ გამოცდილი ხელი, რომელიც დაგეხმარებათ გადაღების პროცესის ნავიგაციაში. კარგი ფოტო გადაღება დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენი ბრენდის წარმოჩენაში, არამედ მისი ხანგრძლივი ვადით დამახსოვრებაში, იქნება ეს ბეჭდური თუ სოციალური მედია. კარგი ფოტოკონტენტი გადამწყვეტია იმ ბრენდისთვის, რომელიც ახლახან დაიწყო საქმიანობა და ჯერ კიდევ ძიებაშია. უფრო დიდი გამოცდილების მქონე ბრენდისთვის კი, ესაა საშუალება, რომ მომხმარებლებს შეახსენოს მისი ხარისხის სტანდარტების შესახებ.

 

წყარო: thedieline

„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 — კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა

Lexus-ის ახალი რეკლამა ჯეიმს ბონდის ფილმს მოგვაგონებს