in

რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა GPT-4-ის შესახებ?

გასულ კვირას OpenAI-მ GPT-4-ის შესახებ განაცხადა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა რა განასხვავებს მას GPT-3.5-სგან? ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მარკეტერების ყოველდღიურობაზე? აი, რა უნდა იცოდნენ მათ ახალი ტექნოლოგიის შესახებ: 

თუ თავდაპირველი ChatGPT მხოლოდ ტექსტებს პასუხობდა, GPT-4 სურათებსაც უპასუხებს — OpenAI-ის ვებგვერდზე GPT-4 პასუხობს კვერცხის, ფქვილისა და რძის სურათს, რომელსაც თან ახლავს კითხვა: რა შეიძლება გავაკეთო ამ ინგრედიენტებით? იგი ბლინებისა და ფრანგული ტოსტის იდეას გვთავაზობს, იმასაც გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და შესაძლებლობები უსაზღვროა… 

GPT-4 უფრო ჭკვიანია — მას შეუძლია რაღაც მეტად აბსტრაქტულად დაგისაბუთოთ, კონტექსტთან ახლოს მყოფი და მეტად დეტალური პასუხები გაგცეთ, გეხუმროთ კიდეც, თუმცა რამდენად სასაცილო იქნება ეს, თქვენი გადასაწყვეტია… ტესტების ჩაბარების საუკეთესო უნარიც აქვს, ბიოლოგიის ოლიმპიადაში 99% აიღო მაშინ, როცა ChatGPT-სთვის ეს მაჩვენებელი 31%-ს უდრიდა.

დიახ, კონკრეტული ფაქტი დამატებითი თავის ტკივილი გამოდის მასწავლებლებისთვის, თანაც, ფიქრობენ, რომ არც GPT-4 არის დაუცველი ჰალუცინაციის მიმართ — ტენდენცია, მიაწოდოს ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია პოტენციურად საშიში დარწმუნებით ან მოიქცეს ისე, რომ სასწავლო პროტოკოლს შეეწინააღმდეგოს. თუმცა OpenAI-ის მტკიცებით, მათ 6 თვე დახარჯეს მოდელის გაუმჯობესებაზე. შედეგად, 82%-ით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იგი აკრძალულ კონტენტს უპასუხებს.

მარტივია, ტექნოლოგიური ცვლილებების უეცარი ტემპით გადატვირთვა — აქ პერსპექტივების გაფართოებას გვირჩევენ. ჯიმ ლეცინსკის, მარკეტინგის ასოცირებული პროფესორის თქმით: „მარკეტერები უნდა ფოკუსირდნენ დიდ სურათზე და არ დაიკარგონ ყოველკვირეულ ტექნიკურ გაუმჯობესებებში. ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ გეგმა და ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს, რეალურ, ხელშესახებ მიღწევებს დაინახავენ. GPT-4-ის საოცარი შესაძლებლობები აჩვენებს, რომ მარკეტერებს აღარ შეუძლიათ ლოდინი. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ მარკეტინგში AI-ს გამოყენების გეგმა ჩამოაყალიბოთ და განახორციელოთ“.

GPT-4 ამჟამად ChatGPT+-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებიც პრემიუმ გამოწერაში ფულს იხდიან. თუმცა OpenAI-მ დეველოპერების მომლოდინეთა სიაც შემოგვთავაზა…

TNET- მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა

ITB Berlin-ზე სასტუმრო „ეპიზოდი“ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით წარდგა