in

რა უნდა ისწავლონ დიდებმა ბავშვებისგან?

M2
M2

დახმარება გჭირდებათ? ნორმალურია ამის თხოვნა. ყოველ შემთხვევისთვის იუნ კიმი, Project Management Institute-ის წარმომადგენელი და ბაღის ყოფილი მასწავლებელი ასე ფიქრობს. სწორედ საკუთარი მოსწავლეებისგან გაიგო, რამდენად შეიძლება იყოს სიძლიერისა და გამბედაობის გამომხატველი მხარდაჭერის თხოვნა. იმაზეც გვესაუბრება, თუ რა ბედნიერება ახლავს თან სხვების დახმარებას და რთულ პერიოდებში მის ადრესატად ყოფნასაც.

ამგვარად, კითხვაზე, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბავშვებისგან, რათა უკეთესი ადამიანები გავხდეთ, მას მარტივი პასუხი აქვს… ბავშვები თავისი მეგობრებისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩევიან, სწრაფად შეუძლიათ დაცვაზე გადასვლა, არც ბოდიშის სწრაფად მოხდა და არც პატიებაა მათთვის პრობლემა. მიუხედავად ამისა, ყველაზე კარგ გაკვეთილად დახმარების თხოვნისას მათი მიდგომა შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

ყველანი ადამიანები კი ვართ, მაგრამ განსხვავებულ სიტუაციებსა თუ გარემოში განსხვავებულადვე ვმოქმედებთ… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დაფიქრდით, რას შვრებიან ბავშვები დაცემისას? ხშირად ტირილს მყისიერად არ იწყებენ, წამოდგებიან დაბნეულები ისე, თითქოს აზრზე მოსვლას ცდილობენ, რათა გაიგონ, რა მოუვიდათ, საზღვრავენ, ღირს თუ არა ეს ტირილის დაწყებად, სტკივათ თუ არა ან საერთოდ რა ხდება.

ხშირად ჩვეულებრივ არიან მანამ, სანამ უფროსის თვალებს არ გადააწყდებიან. იმ ადამიანის, რომელსაც ენდობიან და იციან, რომ მისთვის რაიმეს გააკეთებს. სწორედ ამ დროს ივსება თვალები ცრემლებით და ტირილს იწყებენ. ეს გამოხედვა კი უფროსებს ბავშვებში მოპოვებულ ნდობაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ რაღაცით დახმარების უნარი შესწევთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათთვის ჩვეულებრივი გმირი ხდებით.

გამოდის, როცა ვინმე დახმარებას გთხოვთ, ეს პრივილეგიაა, საჩუქარი, რომ რაღაც ვიღაცისთვის გააკეთოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მეორე მხარე მოწყვლად მდგომარეობაშია. და თუ თავადაც გჯერათ, რომ ასეა, გამოდის, სხვებსაც უნდა მისცეთ ამის შანსი. დიახ, საქმე მხოლოდ სხვების დახმარებაში კი არა, მათთვის დახმარების თხოვნაშიცაა. თუმცა ეს ის არის, რაც მოზარდებს ძალიან უჭირთ… აქ კი დაფიქრდით, რატომ არ გსურთ სხვებისთვის დახმარების თხოვნა? თუ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ამას ბედნიერება და სიხარული მოაქვს, რატომ არ უნდა მისცეთ სხვებსაც ამის შანსი?

მართალია, ჩვენ დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანები უნდა ვიყოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ეს არ მოგვეთხოვება. ამგვარად, სხვები უფრო ხშირად დაასაჩუქრეთ და დახმარებაც სთხოვეთ.

„აგროსაქმიანობა ჰგავს მეცნიერულ შრომას და კავშირშია მუდმივ განვითარებასთან“ — ლეო ახვლედიანი

შეხვდი Evido–ს გუნდს Touch Summit-ზე