in

აი, რა უნდა იცოდეთ ლოგოს დიზაინის შექმნამდე

თუ პროექტებში თქვენივე შემოქმედებითობა უნიკალური და ვიზუალურად მიმზიდველი გზით გსურთ, გამოხატოთ, გრაფიკული დიზაინის უახლეს ტრენდებსაც უნდა ეცნობოდეთ და კონკურენტუნარიანებიც უნდა იყოთ ინდუსტრიაში. ლოგოს შექმნისას შემოქმედებითობა კი დიდ როლს ასრულებს, მაგრამ დიზაინის ტექნიკური ელემენტების ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამგვარად, ტექნიკურ უნარებთან ერთად, შემოქმედებითი და ბიზნეს აზროვნების განვითარებაზეც უნდა ფოკუსირდეთ. უფრო ზუსტად:

BOG
BOG

1. შეისწავლეთ პროგრამები პროფესიონალურ დონეზე 

ყველა გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა იცოდეს ტრადიციული 2D დიზაინის პროგრამები, იქნება ეს Adobe Illustrator თუ Photoshop. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპსაც უნდა მიჰყვეთ, რადგან ინდუსტრიაში მზარდია AI ხელსაწყოები, რომლებიც დიზაინის შექმნის პროცესს ამარტივებს და, სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე დიზაინის საერთო ხარისხსაც კი აუმჯობესებს. 

2. გაეცანით ბრენდინგისა და მომხმარებელთა ფსიქოლოგიას

კარგი ლოგოს შექმნა ესთეტიკის მიღმაც მიდის და ბრენდინგის პრინციპების სიღრმისეულ გაგებას მოითხოვს. მოიცავს ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემას, როგორებიცაა: როგორ აღიქვამენ მომხმარებლები ბრენდებს? როგორ მოქმედებს ლოგო მათ ქცევაზე? სტუდენტებმა ბაზარზე არსებული ტრენდებიც უნდა შეისწავლონ, მომხმარებელთა ფსიქოლოგიაც და ის სტრატეგიული როლი, რომელსაც ლოგოები ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაში თამაშობს. 

3. ადაპტირდით ინდუსტრიის ცვლილებებთან

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინის ინდუსტრია ყველაზე სწრაფად იცვლება, შესაბამისად, უახლეს ხელსაწყოებსა თუ ტექნიკებზე დაუფლება უმნიშვნელოვანესი ხდება. დიზაინერებმა კი ახალი მიდგომების სწავლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. თუნდაც ეს AI-ის მიერ გენერირებულ დიზაინს შეეხებოდეს… 

4. ითანამშრომლეთ და გამოავლინეთ კარგი კომუნიკაციის უნარი

ლოგოს დიზაინის შექმნისას დიზაინერებს მომხმარებლებთან და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა მოეთხოვებათ. ამ პროცესში კი ძლიერი საკომუნიკაციო უნარები უმნიშვნელოვანესია, რადგან დიზაინერები მხოლოდ თავიანთ დამკვეთებს კი არ უნდა უსმენდნენ, არამედ საკუთარი იდეების მკაფიოდ გაჟღერებაც უნდა შეეძლოთ. გუნდური მუშაობაც დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროექტში მარკეტინგული ან ფოკუს ჯგუფებია ჩართული…

პროკრედიტ საქართველომ, პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები, სარაევოში, სამდღიან B2B რეგიონულ სამიტზე მიიწვია

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამისა და Axel-ის თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სტარტაპებმა ინვესტიციები მოიზიდეს