in

რა ხდება მაშინ, როცა ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი

ინტერნეტის ეპოქის დადგომამდე პოპულარობის მოპოვება უფრო რთული საქმე იყო და სტატუსის ცნებაც ძალიან ფასობდა. მსახიობები, სატელევიზიო ვარსკვლავები, მუსიკოსები, ავტორები და სხვები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდნენ, ამით ძალიან ამაყობდნენ კიდეც, რადგან მაშინ კარიერის აწყობა რთული საქმე იყო. ტრადიციული მედია ერთადერთი საშუალება იყო ფართო მასებზე გასასვლელად, რაც ნელი პროცესი იყო და სხვადასხვა სირთულესთან ასოცირდებოდა.

სტატუსი, როგორც კონცეფცია, ბევრად უფრო აბსტრაქტული იყო 30 წლის წინ, ვიდრე დღეს არის, როდესაც ვინმეს სტატუსი შეიძლება შეფასდეს მიმდევრების რაოდენობითა და ჩართულობით პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram, TikTok, Twitter და YouTube.

დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც Instagram-ის 1 მილიარდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის 24.3%-ს ჰყავს 100000-ზე მეტი გამომწერი, ხოლო 5 მილიონ ანგარიშზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი ირიცხება. სტატუსის მიღწევა უფრო ადვილი და სწრაფი გახდა, ვიდრე ოდესმე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცვლილებები აშკარად შემოიტანა TikTok-ის გამოჩენამ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლატფორმებიც იძლეოდა და იძლევა პოპულარობის საშუალებას, TikTok-ის ალგორითმმა ბევრ ადამიანზე მოახდინა გავლენა, შემოიყვანა ბაზარზე ახალი სახეები, კონტენტის შემქმნელები და მათი მიმდევრები.

სოციალური მედიის მომავალი

იყო გავლენიანი დღეს, როგორც წესი, ნიშნავს კონტენტის რეგულარულად გამოქვეყნებას თაყვანისმცემლების ბაზის შესანარჩუნებლად და შემდეგ ამ აუდიტორიის მონეტიზაციას. ზეტ თაობის რაც უფრო მეტი წარმომადგენელი იძენს წვდომას სმარტფონებზე, მით მეტად აქტუალური ხდება ეს თემა. „ინფლუენსერების“ სტატუსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – ზემოთ. გასულ წელს, ახალგაზრდების 86%-მა განაცხადა, რომ მათ სურთ იყვნენ სოციალური მედიის გავლენის ქვეშ. სტატუსის ქონა ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობას – განურჩევლად იმისა, თუ როგორ აირჩევს მის გამოყენებას, ზეთ თაობას აშკარად ესმის ამის ღირებულება და სურს ისარგებლოს ამით.

ახლა უფრო მეტი ადამიანი ქმნის კონტენტს, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს დაფინანსებულ პოსტებზე დაწესებულ ტარიფებზე. რეკლამის განმთავსებლები უკვე გადაჭედილნი არიან არჩევანით და ეს ტენდენცია მხოლოდ იზრდება. ამიტომ სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში, რეკლამის შემოსავალი გახდება ნაკლებად სანდო შემოსავლის წყარო ინფლუენსერებისთვის.

ღირს თუ არა სტატუსზე ზრუნვა

ინფლუენსერები ხდებიან დამოუკიდებელი ბიზნესები, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს, სერვისებს და ბრენდებს და იძენენ სტატუსს, პოპულარობასა და ფულს. YouTube-ის ვარსკვლავი ლოგან პოლი ყიდის 5 მილიონი დოლარის ღირებულების NFT-ებს პირდაპირ თავის აუდიტორიაზე დღეში, ხოლო 19 წლის TikTok-ის ვარსკვლავმა ჯოშ რიჩარდსმა გამოიყენა თავისი სტატუსი მარკ უოლბერგთან ერთად პროდაქშენ სტუდიის დასაარსებლად.

როგორც ვხედავთ, ინფლუენსერები ბიზნესმენებიც ხდებიან და პირიქით, ბიზნესმენი შეიძლება იქცეს ინფლუენსერად. საზრიანი მეწარმეები აცნობიერებენ სოციალური მედიის სტატუსის სარგებელს, რათა უზრუნველყონ ძლიერი ბიზნეს უპირატესობა. მაგალითად, ილონ მასკს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანგარიში აქვს Twitter-ზე, 50 მილიონი მიმდევარით და ის იყენებს თავის პლატფორმას ყოველდღიურად ხმაურის შესაქმნელად.

ათი წლის წინ, ტერმინი ინფლუენსერი პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს იყო ეს ადამიანი და როგორ მოვიპოვოთ მილიონობით ადამიანის ყურადღება გაუფილტრავი წვდომით. ბაზარი წინ მიიწევს, ვითარდება და აქცენტი კიდევ უფრო გადაინაცვლებს სტატუსის სარგებლიანობაზე. ახალგაზრდა და კაშკაშა გონება კი მაქსიმალურად იყენებს თავის ძალას სტატუსის მოსაპოვებლად და წარმატებისთვისაც.

ონლაინ გამოცდის დროს ოთახის დათვალიერება უკანონოდ მიიჩნიეს

როგორ გამოვჩნდეთ ალგორითმებით მართულ სამყაროში?