in ,

რა ხდება თეატრის კულისებს მიღმა? – Wichmann/Schmidt–ის ნამუშევარი

სააგენტო Wichmann/Schmidt–მა დანიის სამეფო თეატრის კულისებს მიღმა მობობოქრე ემოციები გადმოსცა. სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს ლამაზი სანახაობა ხვდება სცენაზე, სინამდვილეში კი ამ ყველაფრის უკან უამრავი ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომაა.

შეიძლება არ ჩანდეს მხატვრების, მკერავების, მუსიკოსების და კულისებში მყოფი პერსონალის ნაშრომი, მაგრამ მათ გარეშე არ იქნებოდა შოუ, რომელსაც გადაჭედილი დარბაზი ფეხზე დგომით და მხურვალე აპლოდისმენტებით ეგებება. 

ემოციების გადმოსაცემად ის რუტინული პროცესი დაგვანახეს, რომელიც ჩვენთვის უხილავია. ბალერინების  რეპეტიცია ისეთი ენერგიული და მიზანმიმართულია, რომ ავტომატებიც კი დააჭერინეს, რათა ვიგრძნოთ მათი შრომის სიმძიმე. უთოებიდან ამოვარდნილი ორთქლი, ერთმანეთში არეული საღებავები, მუსიკალური საკრავების ხმა, მოცეკვავეების გაუთავებელი რეპეტიცია, უჩვეულო დეკორაციები, საოცარი კოსტიუმები და გრიმი – ეს არის უზარმაზარი გამოცდილების შედეგი, რასაც დაგახვედრებენ დანიურ სამეფო თეატრში.

 

გამოფინე დროშა შენს კედელზე – საქართველოს ბანკის კამპანია #26მაისი

ლუდის ახალ რეკლამაში მარადონამ ღმერთის როლი მოირგო