in

რა ხდის ინოვაციებში პარტნიორობას წარმატებულს?

ინოვაციებს ახალი პარადიგმები და პლატფორმები შემოაქვს, პროდუქტის ახალ ოჯახებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის… თუმცა ეს მარტო არასდროს ხდება, პარტნიორები ყველაზე დიდ კომპანიებსაც კი სჭირდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ინოვაციებში თანამშრომლობა კი ბევრ უპირატესობას გვთავაზობს — გვმატებს გამოცდილებასა და მოქნილობას, გვეხმარება ახალი ბაზრების შექმნაში. მსგავსად, ინოვაციებისა და კომერციალიზაციის დაჩქარებაც შეიძლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სხვაგვარად ამას ათწლეულები დასჭირდებოდა. სწორედ ამიტომ თვლიან ტექნოლოგიური ინდუსტრიის აღმასრულებელი ხელმძღვანელები, რომ ინოვაციებში პარტნიორობა მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.

აქ კი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი პარტნიორობის უმეტესობა წარუმატებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე რეალურ ცვლილებებს ეხება. 

რატომ? ამის მრავალი მიზეზი არსებობს. კომპანიები შეუსაბამო პარტნიორებს ირჩევენ, არასწორ მიზნებს ისახავენ, ეფექტური კომუნიკაცია არ გამოსდით ან ვერ აწვდიან თითოეული პროდუქტის მოთხოვნას, ეწინააღმდეგებიან კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას IP-ის გაჟონვის შიშით. მდგრადი არიან ცვლილებების მიმართ და არ შეუძლიათ გაუთვალისწინებელ გარემოებებში მოქმედება. დიახ, ფაქტია, რომ ინოვაცია რთული და სარისკოა, თანამშრომლობამ კი პროცესი შეიძლება მეტად გაამწვავოს.

ეს გამართლებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც AR ან VR მეტავერსის გამოცდილების შექმნაზე მუშაობენ — გარღვევები უნდა მოახდინონ ოპტიკაში, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებში, რათა კონკრეტულ მიზნებს მიაღწიონ. ამას კი პარტნიორობის გარეშე ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ესეც საკმაოდ სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. 

ამის გამო, Meta პლატფორმები ათობით კომპანიას დაუკავშირდა და ახალი ტიპის თანამშრომლობაც შესთავაზა. ფინანსური რისკი დიდი იყო და მიზნის მიღწევაც საკმაოდ რთული, ზოგიც ფიქრობდა, რომ ტექნიკური და ბიზნეს რისკები ინვესტიციას არ ამართლებდა, ამიტომ პარტნიორობაზე უარს ამბობდა. მეტა პლატფომები კი იძულებული გახდა ნდობისა და ღიაობისთვის, რისკების მართვისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის ახალი გზები ეპოვა. კონკრეტულად კი:

  1. დაადგინეს კომპლექსური წესები IP საკუთრების, კომერციალიზაციისა და თანამშრომლობიდან სარგებლის მიღების უფლების მინიჭებისთვის
  2. შექმნეს სამართლიანი და ეფექტური სისტემები დავების გადაწყვეტისთვის
  3. გაიაზრეს, როგორ უნდა გამოეყოთ რისკი და ფინანსური ტვირთი ერთმანეთისგან

ეს რთული და სარისკო ჩანდა, თუმცა შედეგი ნამდვილად გამოიღო — კომპანიების 83%-მა ინოვაციებში პარტნიორობა წამოიწყო, თანამშრომლობით დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი დაიზოგა და ახალი მასალების განვითარებისა თუ ბაზარზე გატანის პროცესი დაჩქარდა. პარტნიორმა კომპანიებმა კი იმავე პლატფორმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მრავალი პროდუქტის კომერციალიზაცია უფრო დიდი სიჩქარითა და დაბალი რისკითაც მოახერხეს.

კონკრეტული მაგალითით უამრავი რამის სწავლა შეიძლება, რაც იმაზეც მიგითითებთ, თუ რა ხდის ინოვაციებში პარტნიორობას წარმატებულს. ახლა კი რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი განვიხილოთ, რომელიც კვლავ ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ:

ჩართვის წესები

წარმატებული პარტნიორობა ინოვაციებში ნდობით იწყება. გამყიდველის შესანარჩუნებლად და პარტნიორობის უნდობლობის თავიდან ასაცილებლად სწორედ გამჭვირვალე და მომგებიანი გამოცდილება უნდა შექმნათ. Meta-ს შემთხვევაშიც სკეპტიციზმი ნდობამ, ღიაობამ და გამჭვირვალობამ ჩაანაცვლა, მას შემდეგ კი ერთად მივდივართ ცვლილებებისკენ…

მნიშვნელოვანია, ნდობის დამყარება არა მხოლოდ მანამდე, არამედ პარტნიორობის პროცესშიც. ეს ხანგრძლივი კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამისთვის მრავალი გზაც არსებობს: პარტნიორების ჩართვა ინოვაციურ პროცესებში, კონკრეტული ინოვაციის დამკვიდრების შემდეგ ურთიერთობის შენარჩუნება, IP-ის გაზიარება, რათა პარტნიორმა კონკრეტული ინოვაციები განავითაროს და გამჭვირვალობა — მნიშვნელოვანია, იურიდიული ან ფორმალური სტატუსი მიეცეს იმას, თუ როგორ იქნება IP და კომერციალიზაციის სარგებელი განაწილებული.

თითოეული მხარისთვის IP-ის დამოუკიდებლად განსაზღვის უფლების მინიჭება მეტად პრაქტიკული, ღია და სამართლიანი მიდგომაა. დომენების შემთხვევაში, როცა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, IP-ს მქონე მხარე მიწოდების ჯაჭვის დახმარებით ტექნოლოგიის კომერციალიზაციაზეა პასუხისმგებელი, მეორე მხარე კი ფართო და არაექსკლუზიურ ლიცენზიას იღებს. პარტნიორებისთვის მანამდე არსებული IP-ს მინიჭებაც კარგი იდეაა, ეს მათ საშუალებას აძლევს, ფართო ბაზარზე იმ ტექნოლოგიებით გავიდნენ, რომლებსაც ფლობენ. 

დავების გადაწყვეტა

ორმხრივი ალტრუიზმი ყველა კონფლიქტს ვერასდროს აღმოფხვრის. ასე რომ, თანამშრომლობამდე ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ უთანხმოებისა და დავების წარმოქმნის დიდი ალბათობაა, რის გადაჭრაზეც მომავალში ორივემ უნდა იზრუნოს. მათ დავის გადაწყვეტის სისტემა უნდა შეიმუშავონ, რაც მხარეებს შორის გრძელვადიანი და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას გულისხმობს. პარტნიორები რეგულარულადაც უნდა შეხვდნენ, რათა განსაზღვრონ, აღწევენ თუ არა ბიზნეს მიზნებს. დავების გადაწყვეტა ისე უნდა მოხდეს, რომ ინოვაციების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს. ხოლო თუ კონფლიქტის მოგვარების ყველა მეთოდი წარუმატებელი იქნება, შეეცადეთ პროცესში ტრადიციული შუამავლები და არბიტრები ჩართოთ.

რისკის შეფასება

ხარჯების საკითხიც მალევე დგება, რაც საკმაოდ მაღალია, როცა ტექნოლოგიები ვითარდება და ერთ პროდუქტსა თუ აპლიკაციას ერგება. განსაკუთრებით პირველი თაობის შემთხვევაში, როცა მოცულობები დაბალია და პარტნიორებს R&D ინვესტიციების ანაზღაურება სურთ. თანამშრომლობითი და მრავალჯერადი გამოყენების პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა კომპონენტის განვითარებასა და მარკეტინგს ეძღვნება, შეუძლია წარმოების დღიდანვე წარმატებული იყოს, იმ მასშტაბით, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოების ხარჯებს შეამცირებს.

თანამშრომლობისას რისკების შეფასების მიდგომა კი თითოეული მხარისგან საკუთარ ხარჯებზე პასუხისმგებლობების აღებას გულისხმობს. თუმცა ამან, შესაძლოა, პარტნიორებისთვის საჭირო სტიმული არ უზრუნველყოს, რათა მაღალი ხარისხის რესურსები თანამშრომლობისას იმ დონეზე გამოიყენონ, რაც რთული ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად არის საჭირო. Meta-ს შემთხვევაში კი უკეთესი მიდგომა პარტნიორებისთვის შეთავაზებული პოტენციური სარგებლის პროპორციულად რისკების აღების საშუალება იყო. 

დიახ, პლატფორმის მიდგომას მრავალი უპირატესობა აქვს. ეს გამყიდველისთვის რისკებს ამცირებს. პროდუქტის განვითარებას არ ზღუდავს, ხელს უშლის მომხმარებელთა გამოყენების სფეროში დროში შეზღუდულ საბაზრო უპირატესობას. წერს ახალი ტექნოლოგიის განვითარების ხარჯებს, ქმნის პირობებს, რომლებშიც პარტნიორებს დავალებების შესრულება შეუძლიათ, რაც, სხვაგვარად სარისკოდაც ჩაითვლებოდა…

საბოლოოდ კი ყველაფერი ნდობამდე მიდის. თუ წარმატებული ინოვაციების ეფექტურად განვითარება და კომერციალიზაცია გსურთ, ისეთ ადამიანებთან თუ კომპანიებთან უნდა ითანამშრომლოთ, რომლებიც მაგიდასთან საკუთარი ინტერესებით, მოლოდინებითა თუ წუხილით მოვლენ. ნდობის დასამყარებლად და პროდუქტიული თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩართულობის მკაფიო და მომგებიანი წესები უნდა ჩამოაყალიბოთ, რისკები კი სამართლიანად განსაზღვროთ. თუ ამას მოახერხებთ იმ კონფლიქტებსაც გაუმკლავდებით, რომლებიც აუცილებლად წარმოიქმნება. ამგვარად ინოვაციების არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ დაჩქარებასაც მოახერხებთ. 

 

წყარო: HBR



“You’re only human” – ახალი კამპანია ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობაზე

რობოტს საკუთარი თავის წარმოდგენა ასწავლეს