in ,

რა ზიანს აყენებს სექსუალური თემატიკის რეკლამა ბავშვის ფსიქიკას?! – ექსპერიმენტი What Our Kids See

უცნაურია, მაგრამ რეკლამის ეს ტიპი ბევრ კომპანიას აქამდე პროდუქტისა თუ სერვისის წარმოჩენის ყველაზე მარტივ და ეფექტურ გზად მიაჩნდა. საფრანგეთში კანის ლომების საერთაშრისო კრეატიულ ფესტივალზე, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს, სააგენტო Badger & Winters-ის თანამშრომელმა მადონა ბეჯერმა დამსწრეთა ყურადღება საინტერესო მოსაზრებით მიიპქრო. როგორც ის ამბობს, სექსუალური თემატიკის რეკლამა კომპნიებს დიდ ზიანს აყენებს. მისი თქმით, ადამიანები არ იყიდიან იმას, რის გაყიდვასაც კომპანიები ზედმეტი მონდომებით ცდილობენ.

BOG

კამპანია #WomenNotObjects-ის ფარგლებში, სააგენტო Badger & Winters-მა გადაიღო ახალი ვიდეორგოლი, სახელად “What Our Kids See”, სადაც  ბავშვებს აჩვენეს ის რეკლამები, რომლებსაც ისინი ყოველდღურად ხედავენ. მიმდინარეობდა დაკვირვება, თუ რა რეაქციები ექნებოდათ ბავშვებს იმ რეკლამების ნახვისას, რომლებშიც ნახევრად შიშველი ქალბატონების თამამი ფოტოებია გამოყენებული.

 

 

შეიძლება არავის გაუკვირდეს ის, რომ ბავშვები არაკომფორტულად, უხერხულად და დაძაბულად გრძნობდნენ თავს. თუმცა, მადონა ბეჯერის მიზანია,  ამ საკითხზე კომპანიები დააფიქროს, რადგან მსგავსი კონტენტის დამზადებისას ისინი მეტწილად რეკლამის ეფექტურობასა და გაყიდვების ზრდაზე აკეთებენ აქცენტს, ბავშვები კი ნაკლებად ახსენდებათ.

 

როგორ დავისვირინგოთ კანის ნამდვილი ბრინჯაოს ლომი?! – Bubbles Film-ის უცნაური ექსპერიმენტი

ვინ არის “ქართული ა”-ს 5 ნომინაციაში გამარჯვებული დიზაინერი ზურაბ მიმინოშვილი?