in

ძველი გამოცდილების თანამედროვე ალტერნატივა, ანუ რა არის inbox?

ინბოქსი

რა არის inbox

BOG
BOG

 

მარკეტერის მკითხველმა ყველაზე ადრე შეიტყო და გაიგოინბოქსის შესახებ. დღეს  პროდუქტის სარეკლამო ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოში უფრო დეტალურადაა ახსნილი პროდუქტის მახასიათებლები. ნახეთ ვიდეო, რომელიც სარეკლამო სააგენტო ABK advertising-მა დაამზადა:

 

ახალი საბანკო პროდუქტი ინოვაციურია, განსაკუთრებით საქართველოში. Inbox-ი ძველი  “გამოცდილების” თანამედროვე ალტერნატივას გვთავაზობს.  ჩვენ ყველას გვქონდა ყულაბა ბავშვობაში, შესაბამისად ამ პროდუქტის “მუღამიც” ადვილად გასაგებია.

ფინანსურად რამდენად მომგებიანი იქნება პროდუქტი ამის შეფასება ძნელია, მაგრამ საერთო ჯამში კამპანია ეფექტური იყო და როგორც წარმატებული ასევე “წარუმატებელი” მომენტებიც ახლდა თან. სრულ კამპანიას თუ გადავხედავთ იგრძნობა, რომ დიდი ენერგია და შრომა დაიხარჯა.

ჩვენი კრიტიკის მთავარი ელემენტი, უკან მდგომი ბრენდი, ანუ ბანკი კონსტანტაა. მიმაჩნია რომ ეს პროდუქტი და ბანკი კონსტანტა ერთმანეთს არ “უხდება”. კონსტანტა აბსოლუტურად სხვა ღირებულებების და პოზიციონირების პატრონია, ინბოქსი კი ძალიან თანამედროვე. თანამედროვედ და ინოვაციურად წარმოჩენის ხაზი რეკლამაშიც შენარჩუნებულია.

Update: ჩვენი მკითხველის კომენტარი

Screen Shot 2013-02-26 at 3.56.07 PM

შეაფასეთ კამპანია და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში 

აი ამიტომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი

დაირღვა თუ არა საავტორო უფლება?! – “სუხიშვილების ” ახალი ცეკვა და “უკანასკნელი მოჰიკანის” “საუნდტრეკი”