in

სტარტაპმა Raccoon.World 660 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა

RACCOON.WORLD, საქართველოში, მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის, 500 Startups-ის მონაწილეა

პოლონურმა სტარტაპმა Raccoon.World, ინვესტიციის სახით, 660 000 ევრო მოიზიდა. კომპანია ტრამვებისა და ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებაზე მუშაობს. უფრო ზუსტად კი, მათ შექმნეს პლატფორმა Raccoon.Recovery, სადაც ფიზიოთერაპევტები, მთელი მკურნალობის კურსის ციფრულ ვერსიას ათავსებენ, პაციენტები კი სახლიდან, ამ რესურსებით გადიან თერაპიას. Raccoon.World-ის მოზიდული ინვესტიცია პლატფორმის განახლებას და სამეცნიერო კვლევებსა თუ ცდა – დამუშავებას მოხმარდება. 

აღსანიშნავია, რომ RACCOON.WORLD მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის, 500 Startups-ის მონაწილეა საქართველოში და სწორედ მასში მონაწილეობის შემდეგ ქართულ სტარტაპად განაგრძო ფუნქციონირება – საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups, ადგილობრივ ბაზარზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივ დოკუმენტს ხელი, მხარეებმა, 2020 წლის თებერვალში მოაწერეს. სწორედ ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა Raccoon.World.

Raccoon.World ფიზიკური რეაბილიტაციის მოწყობილობების მიმართულებით, სამედიცინო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მუშაობს. მათი მიზანია, უზრუნველყონ სრულმასშტაბიანი ციფრული რეაბილიტაცია, რომელიც ფოკუსირებულია ძვალკუნთოვან აშლილობებსა და ტრამვებზე. პლატფორმა Raccoon.Recovery ეხმარება ფიზიოთერაპევტებს, მთელი მკურნალობის კურსის ციფრული ვერსია შექმნან, რომელიც მოიცავს პაციენტის გამოკვლევას, სავარჯიშო კურსს და შემდგომ მონიტორინგს. ვარჯიშის დროს რომ პაციენტის მოძრაობებს უკეთ დააკვირდნენ და აკონტროლონ, Raccoon.World სპეციალურ, სენსორებიან მოწყობილობას აწარმოებს (შემცვლელად, შესაძლებელია „სმარტფონის“ გამოყენებაც). ასე ფიზიოთერაპევტი შეძლებს ინტერნეტის საშუალებით, მართოს სრული პროცესი, პაციენტმა კი ვარჯიშები სახლში სწორად და ეფექტურად აკეთოს. ეს ციფრული სარეაბილიტაციო პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში.

რაც შეეხება მოპოვებულ გრანტს, სტარტაპმა ის Fast Track to Innovation (FTI)-ისგან მიიღო. ეს არის European Innovation Council (EIC)-ის საპილოტე პროექტის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია უახლეს აღმოჩენებზე, იქნება ეს პროდუქტი სერვისი, თუ ბიზნეს მოდელი.

Raccoon.World-სითვის FTI-ის გრანტი განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.

ზოგადად, FTI -ს გრანტი კონკრეტული პროექტის ბიუჯეტის 60% ფარავს, რომელიც ბუნებრივია, განმცხადებელი კომპანიის საქმიანობის სფეროსთან არის კავშირში. ეს ფინანსური რესურსი, ძირითადად, მიმართულია სამეცნიერო კვლევებსა და ცდა – დამუშავებაზე. Raccoon.Recovery-ის შემთხვევაში, თანხა პროდუქტის განვითარებას მოხმარდება, გაიზრდება მისი მასშტაბები. ასევე კლინიკურად გამოცდიან ახალი გადაწყვეტის ფუნქციონალურობას, რომელიც საბოლოო ჯამში, საშუალებას მისცემს ექიმებს, კიდევ უფრო გააფართოონ და მრავალფეროვანი გახადონ თერაპიის კურსი. საგრანტო პროგრამა გათვლილია, დაახლოებით, 2 წელიწადზე.

„ჩვენი გუნდისთვის იმდენად ფინანსებშიც არ არის საქმე, რამდენადაც იმის აღიარებაში, რომ ვქმნით შესანიშნავ პროდუქტს, რომელიც ერგება ბაზარს, აქვს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი და ხედვები, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ რეალურ ცხოვრებაში ჩვენი იდეები, აბსოლუტურად რეალისტურია. Raccoon.World-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს და ძალიან სწრაფად ვაპირებთ გაზრდას. ამ გეგმის განსახორციელებლად კი ახალ საინვესტიციო ციკლს 2021 წლიდან გავხსნით. ამიტომ, მოლაპარაკებებზე სხვა დაინტერესებულ ინვესტორებსაც ველოდებით“, – ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სვიტლანა მალოვანა.

 

[R]

რა გავლენა აქვს “ტყვე” სპილოების სიმსუქნეს მათ ჯანმრთელობაზე?

ნახეთ: ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი პასტელურ ფერებში