26
Mar
2015

“ვარდისფერი არმია” – კიბოს საწინააღმდეგო კამპანია

26 Mar 2015

ბრიტანული ორგანიზაცია “Cancer Research UK” ყოველწლიურად კიბოთი დაავადებული ქალებისთვის საქველმოქმედო აქციას მართავს.

აქციის დროს შემოსული თანხა მთლიანად კიბოსთან ბრძოლას ხმარდება. 2015-ში ბრიტანეთის ტერიტორიაზე 500-მდე მსგავსი აქციის ჩატარება იგეგმება.

ხალხის ყურადღების მისაქცევად ორგანიზაციამ “ვარდისფერი არმია” და “Cancer Research UK’s Race for Life” კამპანია წამოიწყო. Cancer Research UK სხვადასხვა სახის აქციებს ატარებს, მარათონიდან დაწყებული ტალახში სირბილით დამთავრებული. ამით ორგანიზაცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ადამიანების დახმარება ყველანაირი გზით და ფორმით შეიძლება.

https://youtu.be/pxOVmfIrAi4

განხილვა