15
Oct
2018

ამბროლაურში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „რაჭული ლორი“ გაიხსნა

15 Oct 2018

დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო „რაჭული ლორი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და სავარაუდოდ, წელიწადში 29 ტონაზე მეტი ღორის ხორცის გადამუშავებას შეძლებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. კომპანიის განცხადებით, სამომავლოდ, „რაჭული ლორის“ ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, ხოლო 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.


„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

განხილვა