in

ფოტოგრაფის თვალით დანახული მშვენიერება ყოველდღიურ მომენტებში

რეიჩელ რაიტის მიერ აღწერილი, როგორც „ადგილი სასრულისა და უსასრულობის კვეთაზე“, ფოტოების სერია ყოველდღიური, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მომენტებისგან შედგება. თითოეული კადრი ზღვის ნაპირას აგებულ კედელზეა გადაღებული — ისინი ბუნებასა და კაცობრიობას შორის არსებულ კავშირს შეისწავლის, მათ დამაკავშირებელ ღერძზე გადის.

BOG
BOG

სერია The Wall-ის იდეა რეიჩელს მაშინ გაუჩნდა, როცა იანვრის სიბნელეში მანქანით მიდიოდა და ამ უზარმაზარ კედელს მოკრა თვალი. „ძალიან მიზიდავს კომუნალური სივრცეების შერწყმა. ძალიან მენატრება ის დრო, ვიდრე ადამიანები პერსონალურ მობილურებსა და კომპიუტერებში დაიწყებდნენ სასურველი ვიდეოების ყურებას… მენატრება დრო, როცა მილიონობით ადამიანი ერთსა და იმავე შოუს ან ფილმს ერთდროულად უყურებდა. რაღაც განსაკუთრებული აქვს კოლექტიურ გამოცილებას — თუნდაც მასში ყველას განსხვავებული ემოცია ჰქონდეს, თავს მაინც დაკავშირებულად და „დაცულად“ გრძნობენ“.

ამავდროულად, რეიჩელი აკრიტიკებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების ნაწილის სიყალბეს. მისი თქმით, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ბევრი რამ არარეალურია, ზედმეტად გალამაზებული და გაიდეალებული. „ამ სერიით მინდოდა, ზედაპირულ სილამაზეს დავპირისპირებოდი და სიმარტივეში მეპოვა მშვენიერება — იმ პატარა მომენტებში, რომლებსაც სოციალურ მედიაში გაზიარების ღირსად არ თვლიან“.

თიბისის განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება

რა უპირატესობა აქვს სოციალურ ქსელებში შექმნილ მცირე ზომის ჯგუფებს?