ანიტა რაჭველიშვილი ამერიკულმა გაზეთმა “The New York Times“ 2018 წლის შემსრულებელთა შორის დაასახელა. გამოცემა წერს, რომ ქართველი მეცო – სოპრანო, როგორც კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი, წელს, ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ახალგაზრდა ქართველი მეცო – სოპრანო ძალიან გაბედული იყო „კარმენში“ და საოცრად შთამბეჭდავი – „თავად იგორში“, რომელიც “მეტროპოლიტენ ოპერის“ ბოლოს სეზონზე დაიდგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა იანვარში, ვერდის „ტრუბადურში“, აზუჩენას როლში, სადაც თავისი არია საოცრად დახვეწილი ბელკანტოთი შეასრულა. პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა. სექტემბერში კი ანიტა შეუდარებელი იყო ვერდის „აიდაში,” – წერს გამოცემა“.











