#500Georgia-ს ერთ-ერთმა მონაწილემ Raccoon-მა 900 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც მას ყველასთვის ხელმისაწვდომი ფიზიოთერაპიის პლატფორმის შექმნაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ „500 სტარტაპი“ ერთ-ერთი იმ სტარტაპ აქსელერატორთაგანია, რომელი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო იდეებს აფინანსებს. დღემდე მას 75 ქვეყნის მასშტაბით თავისი 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის საშუალებით, 2300-ზე მეტი კომპანია აქვს დაფინანსებული. განსხვავებით იმ სტარტაპ აქსელერატორებისგან, რომლებიც მცირე მეწარმეებსა და ბიზნესებს უდგას მხარში, 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია.