in

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის” რესტორანი „მედეა” სასიამოვნო ზაფხულის ჯაზსაღამოს გპირდებათ

13 ივლისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის” რესტორან „მედეაში” ნატალია ქუთათელაძე, დათუნა ალადაშვილი და ლუკა თოფურიას ტრიო დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან სტუმრებს.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რადისონ ბლუ ბათუმის ქართული რესტორანი მედეა განახლებული ინტერიერითა და მენიუთი დაბრუნდა. ქართული სამზარეულოს ხასიათი და ტრადიცია კარგად ჩანს მედეას მრავალფეროვან მენიუში, რომელიც სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფმა, ირაკლი ასათიანმა შექმნა. ამასთან, აქ დაგხვდებათ წინანდლის მამულის ღვინის ფართო არჩევანი და სხვადასხვა კოქტეილი.

ღონისძიება Iveria Beach-ზე გაგრძელდება, სადაც სტუმრებს Bondi Live და Tobako Tween დახვდება. რესტორან მედეაში ჯაზსაღამოზე თითო სტუმარზე არის 100 ლარის ლიმიტი, რაშიც შემდგომ შედის საჭმელი ან/და სასმელი. მაგიდის დასაჯავშნად მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ +995 555 403 840. სილქ რივორდსის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

[R]

Mini-Mutoscope ანიმაციას ეკრანის გარეშე გაჩვენებთ

როგორ დავაკავშიროთ პოპკულტურა და მარკეტინგი ბიზნესის გასაძლიერებლად – ინტერვიუ Touch.Point-ის სპიკერთან